ვინც ბოლომდე გაჰყვება ქრისტეს გზას, ის ცათა სასუფეველს დაიმკვიდრებს
ვინც ბოლომდე გაჰყვება ქრისტეს გზას, ის ცათა სასუფეველს დაიმკვიდრებს
გვესაუბრება ვანისა და ბაღდათის ეპარქიის ღვთისმსახური დეკანოზი ლუკა:
-მამა ეფრემ ფილოთეველი ერთ-ერთ თავის ქადაგებაში ბრძანებს, რომ ადრეც იყო ცოდვა და ბოროტება, მაგრამ დღეს ბოროტება უფრო გამრავლებულია და საცდური მეტია ვიდრე. ცოდვით დაცემის საშიშორება დღეს უფრო მეტია. ბოლო ჟამის ანუ დღევანდელ ადამიანებს საცდური მეტი აქვს, რის გამოც მეტი მოთმიენბაც უწევთ. წმინდა მამები ამბობენ, რომ ბოლო ჟამის ადამიანები, რომლებიც ქრისტეს ერთგულნი დარჩებიან პირველნი წინ დადგებიან.

დღეს შედარებით რთულია ცოდვასთან ბრძოლა, მაგრამ სირთულესთან ერთად თანამედროვე ადამიანს უფალი მადლს უფრო ადვილად აძლევს. თუ მაშინდელ სამღვდელოებას სჭირდებოდა ბევრი მარხვა, ბევრი ლოცვა, სულიერი მოღვაწეობა მადლის მოსახვეჭად დღესდღეობით იმდენი მარხვა და ლოცვა არ არის საჭირო ერის თუ ბერისთვის, რომ უფალმა მადლი მისცეს, ამას ამბობს თვითონ მამა ეფრემი და მისი წმინდა მოძღვარი ბერი იოსებ ისიხასტი.

მადლი გვეხმარება იმაში, რომ არ დავეცეთ. თუ დღეს საცდური გამრავლდა უფალი მომთმენს მადლსაც აძლევს საცდურის დასათმენად. მთავარი სურვილია აირჩიო შენ რა გინდა. ცოდვა თუ მადლი, ღმერთი თუ ეშმაკი, შავი თუ თეთრი. აირჩევ სიკეთეს, ღმერთს, მადლს... უფალი პირველ რიგში თვითონ არის მოწადინებული გვაცხოვნოს და შეგვეწიოს.


ბეჭდვა
1კ1