"აზროვნებ, მაშასადამე არსებობ..."
"აზროვნებ, მაშასადამე არსებობ..."
პიროვნება - რაციონალური ბუნების ინდივიდუალური არსი
დეკანოზი შიო პაიჭაძე:

- ჯერ კიდევ შესაქმის დროს, როცა უფალი სამყაროს ქმნიდა; ეს იყო სიტყვით ნაბოძები სიცოცხლე არაფრობისთვის. შეიძლება ითქვას, რომ არარსებობაც არსებობის რაღაც ნაწილია, რადგანაც ეს ღვთის ბუნებაში განზრახვად იდო. "და სთქვა უფალმა იქმნას ნათელი"...სამყაროს შექმნის დასაწყისი იმდენად შთამბეჭდავია, რომ უმეცარი ადამიანიც კი მიხვდება, რომ ღმერთი ამ ყველაფერს, რაღაცისთვის ან ვიღაცისთვის ქმნის. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ  ყველაფერი სიტყვით შეიქმნა, ხოლო ადამიანის შექმნაში უფალმა იმოღვაწევა:  "თქვა ღმერთმა:  გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად.

ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს. სწორედ წმინდა წერილის ამ მონაკვეთიდან ჩანს,რომ უფალმა ადამიანისთვის შეჰქმნა სამყარო. ფილოსოფოსი ჩარლზ ტეილორი ამბობს: "ადამიანს შემეცნების პროცესში იმაზე უფრო აქტიურ როლს ანიჭებს, ვიდე სუბიექტს ობიექტის ურთიერთმიმართების სტანდარტული მოდელი. ჩვენ სამყაროს შევიმეცნებთ არა მხოლოდ გარე სამყაროდან მომდინარე "მგრძნობელობითი მონაცემებით",  არამედ სამყაროს აღქმით. სწორედაც უფალმა ადამიანს მიანიჭა პიროვნულობის გრძნობა, თვისება, რაც განარჩევს მას სამყაროს ცხოველური წარმონაქმნისაგან, თუმცაღა არის ადამიანშიც, რაღაც ცხოველური, მაგრამ ამას აკონტროლებს ადამიანის გონიერი ბუნება, რომ იგი არ დაემსგავსოს ცხოველს.

მგრძნობელობითი სამყარო მატერიალურთან პირდაპირ კავშირშია, რადგანაც მგრძნობელობის ორი ფორმა: სულიერი და ფიზიკური პირდაპირ კავშირშია ურთიერთთან. გრძნობ, მაშასადამე არსებობ ანუ ცოცხლობ, მაგრამ როგორ გრძნობ ან, რას გრძნობ ეს სულ სხვაა და სწორედ პიროვნების განვითარების ისტორიული ეპოპეა ამ წითელ გზაზე გადის. ამ გზას აზროვნების გზა ვუწოდებ.
"აზროვნებ, მაშასადამე არსებობ..."



ბეჭდვა