დღეს გარეთ გასვლა არც არის საჭირო, რომ ვნება "იშოვო"და მასში ჩავარდე...
დღეს გარეთ გასვლა არც არის საჭირო, რომ ვნება "იშოვო"და მასში ჩავარდე...
-ვნება ყველა ადამიანს ებრძვის?
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე:
-ყველა ადამიანს თავისი მტერი ჰყავს მიჩენილი, ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები. ბოროტი ადამიანში ეძებს სუსტ და უფრო დაუცველ ადგილებს და პირდაპირ იქ ურტყამს. ბოროტი ცდილობს ადამიანი ისე დასცეს ცოდვით, რომ მას მონანიების საშუალებაც არ ჰქონდეს.

-ზოგჯერ ვერ ერკვევი ეს ცოდვა არის თუ არა, შეიძლება ვერცკი მიხვდე ეს თუ ცოდვაა...

- რომ არ ვიცით ესეც ცოდვაა, ჩვენ გვაქვს საშუალება ეკლესიაში მივიდეთ, გავიგოთ ყველაფერი, მითუმეტეს დღეს უამრავი ლიტერატურა არსებობს. ადამიანი მუდმივად მზად უნდა იყოს ვნებებთან ბრძოლისთვის. დღეს გარეთ გასვლა არც არის საჭირო, რომ ვნება "იშოვო" და მასში ჩავარდე. ეს უკვე სახლშია შემოვარდნილი. ინტერნეტით და ტელევიზიით. დღეს შეიძლება მართლაც უფრო რთული იყოს გადარჩენა რამეთუ ძალიან ბევრი ხაფანგებია დაგებული, მაგრამ შედარებით ადვილი შეიძლება იყოს იმიტომ, რომ იმდენი ღვაწლი არ მოგვეთხოვოს როგორიც ჩვენს მამებს და წინაპრებს. უფალი ისეთი მოწყალეა, რომ გადარჩენის სურვილსაც იწირავს თუ ეს გულწრფელია. მართლმადიდებელ ქრისტიანს ძალიან დიდი სიფრთხილე სჭირდება, რათა გაარჩიოს შენიღბული ცოდა სინამდვილისაგან.

-გონიერება როგორ უნდა მიიღოს ადამაინმა რომ გაარჩიოს კარგი და ცუდი?

-ეს ეკლესიური ცხოვრებით მიიღწევა, რაც არა მხოლოდ სანთლის მანთებლობით გამოიხატება, არამედ ეკლესიურ ცხოვრებაში ჩართულობით, წმიდა წერილის ქადაგებების და მამათა ცხოვრების გაცნობით. არ შეიძლება ადამიანმა კვირა დღე და დიდი დღესასწაულები გააცდინოს, ხშირად უნდა თქვას აღსარება და როცა აკურთხებენ უნდა ეზიაროს. ეკლესია არის ის ორგანო, რომელიც ორიენტირებულია ადამიანის გადარჩენაზე. ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გადავრჩეთ.. ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, ამ ნებას უფალი არ ეხება, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართლიანობა დაირღვეოდა. ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად, როგორც თვითონ, ისე შექმნა ადამიანი, მხოლოდ მიმადლებულად და არა ბუნებითად. ღმერთი ხომ იმიტომ განკაცდა, რომ ადამიანი გაეღმერთებინა.

- რომელი ვნება ებრძვის დღეს ადამიანს?

-რომელი აღარ ებრძის. მტერს დიდი ჯაფაც აღარ სჭირდება, ახლა ისეთ მდგომარეობაში ვართ, ბრძოლასაც ვერ დაარქმევ. როცა უფალი მოვა თავად გამოარჩევს ცოდვილებს მართლებისგან, ვითარც მწყემსი ცხვრებს თხებისგან. ცხვრებს მარჯვნივ დაიყენებს, თხებს კი მარცხნივ. დღევანდელი ადამიანების დიდი ნაწილი აღარ ელოდება უფლის ამ გამორჩევას და თავისი არჩევანით აყენებს თავს მარცხენა მხარეს.

-თითქოს ეკლესიურად ვცხოვრობთ, დავდივართ ტაძარში, მაგრამ მაინც ვვარდებით ცოდვებში, ათასგავრი ვნებებით ვართ შეპყრობილი..

-ვვარდებით, იმიტომ რომ ჩვენ ლოცვა და ღვაწლი არ ვიცით. მახსენდება პატერიკებიდან, როცა ერთ წმინდა მამას უფალმა წირვაზე მყოფი ადამიანების გულთა ნადები გაუხსნა, არც ერთი მათგანი შინაგანად არ ლოცულობდა და მათი გონება მხოლოდ მიწიურით იყო დაკავებული, მხოლოდ გარეგნულად იწერდნენ პირჯვარს... უფლის მსგავსება არის ის, რომ ჩვენც ისე მოვიქცეთ როგორი მაგალითიც მან მოგვცა და რაზეც გვაკურთხა. ნამდვილი ეკლესიურობა არის ის, რომ ეკლესიაშიც სათანადოდ ვიდგეთ და გარეთაც ეკლესიურად მოვიქცეთ.

-ვნებებთან ბრძოლის მაგალითი ბევრმა წმინდანმა დაგვანახა...

-უნიკალური მაგალითია წმინდა მარიამ მეგვიპტელის ცხოვრება, რომელმაც მრავალი ახალგაზრდა დაღუპა. მას ხორციელი ვნებების დაკმაყოფილება ცხოვრების მთავარ მიზნად მიაჩნდა, ის ამას ფულის გულისთვის კი არ აკეთებდა, არამედ მას ეს ცხოვრების სწორ გზად მიაჩნდა. 12 წლის იყო, როცა სახლიდან გაიქცა და 17 წელი მეძავეობდა. იერუსალიმში სამეძავოდ წასული მარიამ ეგვიპტელი ხალხის ნაკადს ეკლესიისკენ გაჰყვა, მაგრამ რაღაც ძალამ ის ეკლესიაში არ შეუშვა. ღვთისმშობლის ხატმა მიახვედრა მას თუ რა ცოდვებშიც იყო და სინანულისკენ მოუწოდა. ზუსტად იმდენივე ჩვიდმეტი წელი დასჭირდა მარიამ ეგვიპტელის სინანულს და ვნებებთან ბრძოლას, რის შემდეგაც მას ბოროტი ძალა დაეხსნა და უდიდეს სიწმინდეს მიაღწია. ლოცვების დროს ჰაერში იწეოდა, წყალზე დადიოდა და ა.შ უფალი ხომ ყველას გულს ხედავს, მარიამიც მისი შეცდომილი ჭურჭელი იყო მოწოდებისთანავე ის გაჰყვა უფალს. აი, მაგალითი ჭეშმარიტი სინანულისა.

ბეჭდვა
1კ1