ეკლესია სასჯელს მამათმავალსაც განუწესებს და მემრუშესაც
ეკლესია სასჯელს მამათმავალსაც განუწესებს და მემრუშესაც
-მესტიის მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:
-დღეს ცილს გვწმებენ, რომ ჩვენ სამღვდელოებას სოდომური ცოდვით დაცემული ადამიანები გვძულს, არ გვიყვარს და ეკლესიაში არ ვუშვებთ. ისინი ჩვენ გვთხოვენ ცოდვის აღიარებას, რომ ჩვენ შევეგუოთ ამას. გარყვნილი ადამიანი ჩემთვის, როგორც მღვდელისთვის გინდ მამათმავალი იყოს, გინდ მექალთანე ყველა ცოდვილია. ეკლესია სასჯელს მამათმავალსაც განუწესებს და მემრუშესაც. ეკლესია არ შეიწყნარებს არანაირ ცოდვას. სასჯელი ეპიტიმია ყოველთვის მიეცემა მემრუშესაც მამათმავალსაც, ლოტსაც, ქურდსაც, მკვლელსაც და ასე შემდეგ. მთავარია, ადამიანმა ჭეშმარიტად მოინანიოს. საღმრთო სჯულის შეცვლა არც ერთ მღვდელს, არც ერთ ეპისკოპოსს არ შეუძლია. ღვთის სიტყვა შეუცვლელია ამის შეცვლის კადნიერება არავის აქვს.
ბეჭდვა
1კ1