უფალი მხოლოდ ფსალმუნთა კითხვით იდიდება?
უფალი მხოლოდ ფსალმუნთა კითხვით იდიდება?
გვესაუბრება ვედრებისა და სანებლის მონასტრების მწირველი მღვდელმსახური იღუმენი თეოდოსი (ხაჩიძე):

-ალილუია ძველებური სიტყვაა, რომელიც ასევე უფლის სადიდებელია. უფლის სადიდებელია ასევე ის საგალობლები, რომელიც ეკელსიამ მიიღო ანგელოზებიდან, მათ შორის როდესაც ესაია წინასწარმეტყველმა იხილა ზეციური ტრაპეზი, იერუსალიმი, სადაც გალობენ ზეციური ძალები. წმინდაო, წმინდაო, წმინდაო უფალო საბაოთ და წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო. ადამიანმა ყველაზე მეტად უფლის სადიდებელი სიტყვა უნდა თქვას თუკი სურს მშვდობიანად იცხოვროს და ბოროტის ლუკმა არ გახდეს. ბოროტს განსაკუთრებით წმინდა ლოცვის ეშინია, განსაკუთრებით კი ფსალმუნისა. ფსალმუნის წაკითხვით, როდესაც თუნდაც ერთი, თუ ბევრია უკეთესია კითხულობს ხმამაღლა ფსალმუნს თვით ადგილი აღარ აქვს დემონებს, ისინი განეშორებიან მას. ამიტომაც იკითხება ფსალმუნი განსაკუთრებულად შეჭირვებული, სულთმობრძავი ადამიანებიათვის. მაგალითად, არსებობს სულის გასვლის ლოცვები. როდესაც ადამიანის სული არ ტოვებს სხეულს და სული ვერ გამოდის სხეულიდან, დემონები ცდილობენ მის დასაკუთრებას, ამას ხედავს სული, ძრწის და ვერ გამოდის ადამიანის სული სხეულიდან. როცა სასულიერო პირები ვკითხულობთ სულთაბრძოლის ლოცვებს, ვცდილობთ ამით ადამიანის სულს სიმშვიდე მივანიჭოთ, რომ ის განიწმინდოს გარშემო არსებული დემონური ძალებისგან და გამოვიდეს სული ადამიანის სხეულიდან. ფსალმუნის კითხვა არ ჩამოუვარდება ნებისმიერ პარაკლისს, დაუჯდომელსა და ასე შემდეგ. პირადი ცხოვრებიდანაც შემიძლია მაგალითი მოვიყვანო. როდესაც ვერაფერი გამიკეთებია და ვერაფრით შემიცვლია ის ცუდი განწყობა ადამიანისა ჩემს მიმართ ან სხვის მიმართ, ყოფილა შემთხვევა, რომ ერთი ღამის მანძლზე მთლიანად წამიკითხავს ფსალმუნები და ის ადამიანი გამოსწორებულა.
ნებისმიერი ლოცვა ფსალმუნიდან , ძველი აღთქმინდან მომდინარეობს. ჩვენ მარტო ფსალმუნი რომ ვიკითხოდ ეს არ იქნება საკმარისი . მახსენდება ასეთი შეგონება, როდესაც მიტოპოლიტმა იობმა 2006 წელს მღვდლად დამასხა ხელი, ასეთი რამ მითხრა, კარგია როცა მღვდელი ქადეგებს, მაგრამ ქადაგების შესაბამისადაც საქმეები უნდა შეასრულოდო. თუ მარტო ქადაგებთ და საქმეებს არ მოაყოლებთ, ამას აჯობებს, არ იქადაგოთ და მარტო საქმეები ააკეთოდ და ჩუმად იყოთო. ლოცვა საქმის გარეშე მკვდარია და პირიქით, საქმე ლოცვის გარეშე.

როგორ უნდა მოვიქცეთ? ამის ნათელი დასტურია ჩვენი წმინდა მამების დარიგებები, ჩვენი ერის ცხოვრება საუკუნეების განმავლობაში და მე არ შემიძია თან არ დავურთო წმინდა ილია მართლის სიტყვები: "კაცად მაშინ ხარ საქები თუ ეს წესი წესად დარგე, ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე, აბა დღესა ვის რა ვარგე". ეს სიტყვები ბავშობიდანვე მაქვს გულში ჩაბეჭდილი. ხანდახან არ გამომდის, მაგრამ ყოველთვის მახსენედება და მრცხვენია თუ არ ვაკეთებ ამას. როგორც წმინდა დავით წინასწარმეტყველი ამბობს, უფალი ყველანაირი საშუალებით უნდა ვადიდოთ, ენით, საკრავით, საქმით და პირველ რიგში ადამიანებს შორის სიყვარულით. უფალი ამბობს, გიყვარდეთ ერთმანეთი. წირვაზეც ამას ვამბობთ, "გიყუარებოდეთ ურთიერთარს და ასე ერთობით აღვიარებდეთ". უფალმა ადამიანები სიყვარულით შეაკავშირა და ამით უნდა ვიცხოვროთ. თუ სიყვარული არ გვაქვს უფალს ვერ განვადიდებთ. დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა ხელი მოგიმართოდ. ჩვენი მონასტრის მფარველი წმინდანის, წმინდა ნიკოლოზის მადლი და წყალობა არ მოგკლებოდეთ.
ბეჭდვა
1კ1