ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ქრისტესთან ბრძოლაა. ამ ბრძოლაში კი გამარჯვებული ჯერ არავინ გამოსულა
ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ქრისტესთან ბრძოლაა. ამ ბრძოლაში კი გამარჯვებული ჯერ არავინ გამოსულა
-კლდესა ზედა აღვაშენებ ჩემს ეკლესიას და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას,-ბრძანებს უფალი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე წმინდა სახარებაში... აგერ უკვე ორიათას წელზე მეტია რაც ქრისტეს ეკლესია იბრძვის ბოროტი ძალების წინააღმდეგ. განსაკუთრებით მძიმე და დაუნდობელი იყო პირველი სამი საუკუნე ეკლესიის ისტორიაში, რომის იმპერიამ და მისი სახით წარმართულმა სამყარომ სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ჯერ კიდევ ჩანასახში მყოფ ქრისტიანულ ეკლესიას,- გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის იღუმენი მათე (ვაშაყმაძე): ქრისტიანობისთვის წამებულთა სისხლით შეიღება ქალაქები თუ სოფლები, თითქოს მართლაც აღსდგენ ბჭენი ჯოჯოხეთისანი და ეკვეთნენ ყოველი მხრიდან ეკლესიას, მაგრამ ეს ბრძოლა სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებით დასრულდა..ამის შემდეგ იყო ერთი შეხედვით მშვიდობიანი პერიოდი, მაგრამ არ ისვენებდნენ ბოროტი ძალები. გარეგნული მშვიდობიანობის პერიოდში ეკლესიამ გადაიტანა მძიმე ბრძოლები, ეშმაკმა შეცვალა ბრძოლის მეთოდები და შეეცადა შიგნიდან გაეტეხა ეკლესიის სიმტკიცე, აღმოცენდა ისეთი ერეტიკული და მწვალებლური ცრუ სწავლებები როგორებიც იყო: არიანელობა, ნესტორიანელობა, მონოფიზიტობა, ხატმებრძოლეობა..ეკლესია ამ ბრძოლებიდანაც გამარჯვებული გამოვიდა...განუსაზღვრელად დიდია ქართული ეკლესიის როლი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში... თამამად შეიძლება ითქვას, რომ არა საქართველოს ეკლესია ჩვენ როგორც ერი გადავშენდებოდით და აღარ ვიარსებებდით. ეკლესიას ეკუთვნის საქართველოს ერთიანობის იდეა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში კვებავდა და ასულდგმულებდა ჩვენს ქვეყანას,სწორედ ამ იდეას ვერ ეგუებოდა გარეშე თუ შინაური მტერი, სწორედ ამ იდეამ განაპირობა ჩვენი სულიერი და ხორციელი გადარჩენა... ამ თვითშეგნების ქვეშ შეიქმნა დავითისა და თამარის უძლიერესი საქართველო, ეკლესია იყო და ახლაც არის ჩვენი ერის გმირული სულის ჩამდგმელი და მამოძრავებელი ძალა..ამიტომაც ებრძვიან დღესაც ასე აქტიურად ეკლესიას გარეშე თუ შინაური მტრები, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ქრისტესთან ბრძოლაა..ამ ბრძოლაში კი გამარჯვებული ჯერ არავინ გამოსულა და ვერც ვერასოდეს გამოვა..რადგან კლდეზე დაფუძნებულ ქრისტეს ეკლესიას ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან.

ჩვენი საუკუნე განსაკუთრებული სირთულეებით ხასიათდება..მიმდინარეობს ისეთი პროცესები როგორიც არის ფასეულობათა გადაფასება და ცვალებადობა..ეკლესია როგორც ცოცხალი ორგანიზმი ახალი და აქამდე გაუგონარგამოწვევების წინაშე დგას,აშკარად იგრძნობა გარედან დაძალებული ფსევდო კულტურის გავლენა,ლიბერალიზმისა და ჰუმანიზმის ნიღაბ ქვეშ იმალება უზნეობისა და გარყვნილების პროპაგანდა, აქტიურად ხდება ცოდვის რეკლამირება და დაკანონება. ეკლესია სისტემატიურად ხდება შეურაცხოფისა და არაჯანმრთელი კრიტიკის ობიექტი, არის სერიოზული მცდელობა იმისა, რომ შიდა ეკლესიური საკითხები და თემები გადატანილი იქნას სატელევიზიო სტუდიებში,სამწუხაროდ ამას ხელს უწყობენ ზოგიერთი სასულიერო იერარქიის წარმომადგენლებიც, შეიძლება ითქვას რომ ეს არის საინფორმაციო ომი ეკლესიის წინააღმდეგ. ტელე ეთერებში მიზანმიმართულად ეპატიჟებიან ეკლესიისადმი აგრესიულათ განწყობილ ადამიანებს,სადაც ასევე ხშირად შევხვდებით სახელ გატეხილ, ეკლესიისგან განდგომილ, არაკომპეტენტურ ყოფილ თუ მოქმედ სასულიერო პირებს,სადაც სრულიად დაკარგულია ობიექტურობის განცდა..ასევე უდიდეს გამოწვევად მიმაჩნია შიდა საეკლესიო პრობლემები,რაც არანაკლებ ზიანს აყენებს საეკლესიო ერთობას,ზოგიერთ შემთხვევებში სასულიერო პირად გამორჩევა არ ხდება დიდი წინდახედულობის შესაბამისად. არ ხდება აღმზრდელობითი სამუშაოს ჯეროვნად ჩატარება,რაც შემდგომში იწვევს ზოგჯერ გამოუსწორებელ პრობლემებს..მაგალითად, სამღვდელო დასი არ ემორჩილება ეპისკოპოსს, წმინდა სინოდს და პატრიატქსაც კი..ისმის ლოგიკური კითხვა..სად იქნა შეცდომა დაშვებული?ალბათ ამაზე ღირს სერიოზული დაფიქრება..სანამ მოსწავლე მასწავლებელი გახდება ჯერ უნდა გაიზარდოს,ისწავლოს მორჩილება, თავმდაბლობა, მოთმინება, ვნებებისა და ემოციების კონტროლი და ამის შემდეგ უნდა დავაყენოთ თვალსაჩინო და მეტად საპასუხისმგრბლო ადგილას, რასაც უფლის საკურთხეველი და ამბიონი ჰქვია..მახსენდება სახარებიდან უფლის სიტყვები: "სამკალი ფრიად არს, ხოლო მომკელნი მცირედ"..ვევედროთ ყანის პატრონს, რომ მოავლინოს ღირსეული და გამორჩეული, უანგარო მუშაკები, რათა იყოს ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მაშინ ვერც გარეული და ვერც შინაური მტერი ვერაფერს დაგვაკლებს.
ბეჭდვა
1კ1