ჯვარცმის გარეშე ვერცერთი ჩვენთაგანი ვერ მიეახლება სულიერ აღდგომას
ჯვარცმის გარეშე ვერცერთი ჩვენთაგანი ვერ მიეახლება სულიერ აღდგომას
მამა ანდრია მინდოდაშვილი:

-რა არის ჯვარცმის საიდუმლო?
- ჯვარცმის და სიკვდილის საიდუმლო ისეთი თემაა, რომელიც კაცობრიობას მუდამ აწუხებდა. კაცობრიობის ისტორიაში არ იყო არცერთი მოაზროვნე, რომ მისი გონება ამ თემებით არ ყოფილიყო დაკავებული. სიკვდილთან დაკავშირებით ასეთ ნათქვამს გავიხსენებ: "შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ფასობს შენითა". სიკვდილი ღვთის მიერ არის ნაკურთხი. არასწორად რომ არ იყოს გაგებული, როგორ იკურთხა სიკვდილი ღვთის მიერ, გეტყვით, - შესაქმის პირველივე თავში, როდესაც ადამს აფრთხილებს ღმერთი "უკეთუ ის შესცოდავს სიკვდილით მოკვდება",- ასეთ რამეს ეუბნება. არ არსებობს არცერთი სიტყვა მომავალი ეშმაკისაგან და ვერც იარსებებს, რომ ის არ იყოს ცრუ და ზიანის მომტანი. ამას თვითონ უფალი ადასტურებს სახარებაში, რომ "ოდეს იტყვისო, სიცრუე ესაა თვისი გულისაგან იტყვის". არ შეუძლია, არ ძალუძს და არ დაადგრა ჭეშმარიტებაში, როგორც უფალი ბრძანებს. მაგარმ არ არსებობს არცერთი სიტყვა, გამომავალი პირისაგან ღვთისა, რომ მაცხოვნებელი არ იყოს კაცისაგან. "არა მხოლოდ პურითა ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღვთისა". რაკი უფალმა უთხრა ადამს, რომ სიკვდილით მოვკვდები, ითქვა რა სიტყვა სიკვდილი უფლის პირიდან, ეს უკვე არის ჩვენთვის არა დაუშვათ ისეთი რამ, რასაც თესავს ჩვენში ეშმაკი, არამედ მიუხედავად მთელი თავისი სიკვდილის საშინელებისა, ეს სიტყვა ნათქვამი ღვთის პირიდან უკვე ჩვენთვის სამკურნალო საშუალებად იქცა. ითქვა რა ღვთისგან და ნახსენები იქნა სიტყვა-სიკვდილი, აქ უკვე თავის დაფარულობასაც შეიცავს. რაკი მან განგვიჩინა სიკვდილით კვდომა, შეუძლებელია სხვანაირად თუ არა, რომ ეს იყოს ჩვენთვის მწარე, მაგრამ იმავდროულად სამკურნალო საშუალება. ამაშია სიკვდილის დაფარულობა, რომ ის თავისთავში შეიცავს შესაძლებლობას, რომ გახდეს წინაპირობა აღდგომისა. რა თქმა უნდა სიკვდილი ჩვენთის შიშის მომტანია და შემაძრწუნებელია. ესეც გვიჩვენა უფალმა გეთსიმანიის ბაღში, როდესაც ის ლოცულობდა. ეს იყო სიკვდილის წინ, შეიძლება ითქვას რომ ეს აგონია იყო უფლისა, ვიდრე ხედავდა რაც მას წინ ელოდა, ხედავდა ყოველივეს რა უნდა გაევლო. როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო. სწორედ ის შიში რაც მან გვიჩვენა გეთსიმანიის ბაღში ლოცვის დროს როდესაც ოფლთან ერთად სისხლიც მოდიოდა. ოფლი და სისხლი ერთად წვეთავდა და იცვარებოდა უფლის სხეულიდან. წარმოიდგინეთ, როგორი უნდა იყოს ასეთი შინაგანი დაძაბულობა რომ კაპილარები წყდებოდეს. კაცის სხეულში ამ დაძაბულობით კაპილარები წყდებოდეს და სისხლი მოდიოდეს, სისხლი ჟონავდეს ოფლთან ერთად. ასეთი შემაძრწუნებელი იყო უფლის სიკვდილი, რადგან ამქვეყნად მხოლოდ ერთმა იცის თავისი არსით, თუ რა არის სიკვდილი. მხოლოდ ერთმა იცის, ეს არის, ქრისტე. არცერთმა ჩვენთაგანმა არ ვიცით სიკვდილი მთელი თავისი საშინელებით. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენთვის სიკვდილი დაფარულობას შეიცავს, მათრახია ჩვენთვის. ეს გაშოლტვაც არის და სამკურნალო საშუალებაც. ნახეთ რას ამბობს ჯვარცმული ავაზაკი, უფლის ჯვარცმისას. "ჩვენ რომელ ვქმენით საქმე, სამართლად მოგვეგების, ხოლო ამან არა რაი უჯერო ქმნა". ცოდვილი ადამიანისთვის სიკვდილი არის სამართლად მიგებაც და რაკი სამართლად მომეგება შვებაც არის ჩემი სულისთვის. სამართლად მიგება, ჩემი ცოდვებისათვის არის შვების მომტანიც. უფლისთვის აბსოლუტურად უსამართლო იყო სიკვდილი, წარმოიდგინეთ როგორი მტკივნეულია ჩვენთვის, როდესაც ჩვენ უსამართლოდ გვსჯიან თუნდაც ოჯახში რაღაცის გამო. ეს გაცილებით მტკივნეულია, ვიდრე რაღაცას ვაშავებთ. როცა რაღაცას ვაშავებთ და გვსჯიან, ჩვენ ხშირად სასჯელიც გვინდა. დამსაჯეთ ბავშვი ითხოვს, როცა დააშავებს, თანახმაა დაისაჯოს. დამსაჯეთ, რადგან შვების მომტანია. მისთვის სასჯელი შვების მომტანია. ის, სიმძმე საპირწონეა სასჯელისა, იმ დანაშაულისა. როცა ჩვენ ასე გვტკივა როცა უსამართლოდ გევქცევიან, ესეც საკითხავია რამდენად უსამართლოა ეს ჩვენთვის, რამდენად არ არის განპირობებული ჩვენი ცოდვები წარსულში ან ასე შემდეგ. რამდენად არის ეს უსამართლო საკითხავია, ის რაც ჩვენ მოგვევეგბა. თუ ეს ასეთი მტკივნეულია ჩვენთვის, რაოდენ მტკივნეული უნდა იყოს ქრისტესთვის, რომელმაც არარი უჯერო ქმნა და მთელი სისავსით მიეგება ის საშინელება კაცობრიობისაგან. ქრისტე ხომ სრული ადამიანია. ჩვენც ხშირად როგორც მონოფიზიტური ხედვით ვუცქერით, ხშირად ჩვენ, ქრისტეს ამ ღვაწლს "ვუმარტივებთ" იმით, რომ ის ღმერთიც იყოო. ნუ დაგვავიწყდება, რომ მან თავისთავს არასოდეს არ დაახმარა ღვთაებრივი ძალა. ერთ მაგალითსაც ვერ ნახავთ სახარებებში და ახალ აღთქმაში, სადაც ჩვენ ვნახავთ, რომ უფალმა თავის თავს დაახმარა ღვთაებრივი ძალა. თუ როდესმა ღვთაებრივი ძალა გამოიყენა, ადამიანებისათვის და არა საკუთარი თავისათვის, ასე რომ ის სიკვდილს და მთელს ამ სიმძიმეს კაცობრიობის მიერ მომუშაკებულს, ცოდვებს, შეეჭიდა თავისი ადამიანური ბუნებით. ღვთაებრივი ძალმოსილებას მერეღა იყენებს, როდესაც ის ჯვარცმის შემდეგ და ჯოჯოხეთში ჩასვლის შემდეგ აღსდგება ხელმწიფებით მამის მიერ და დიდებით. როდესაც დამთავრდება საკეთებელი, როდესაც ცოდვასთან და ეშმაკთან კაცობრივად მან გაიმარჯვა, ამის შემდეგ შემოდის უფლის აღდგომა. საუბარში გეუბნებოდით, რაოდენ მძიმე იყო მისთვის სიკვდილი. ჩვენ ხომ გვაქვს გამოცდილება, როდესაც უსამართლოდ გვსჯიან, მაგრამ მის შემთხვევაში ერთადერთმა ადამინამა იცის რა არის სიკვდილი, მაგრამ იმავდროეუად მხოლოდ ერთმა ადამაინმა იცის თუ რა არის აღდგომის გამოუთქმელი სიხარული . საოცრებაა აღდგომა.
ბეჭდვა
1კ1