სიყვარული გაიმარჯვებს და აფხაზეთში დავბრუნდებით...
სიყვარული გაიმარჯვებს და აფხაზეთში დავბრუნდებით...
წმინდა ანტონ მარტმყოფელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმნადრიტი ბენიამინი (ბელქანია):

-იმედი მაქვს რომ ღვთის შეწევნით ჩვენსა და აფხაზებს შორის სიყვარული აღსდგება... მახსენდება აფხაზეთში მოლოცვა წმინდა ვასილისკოს წყაროსთან. ჩემთან ერთად იყვნენ მორჩილები, ამჟამად მეუფე ისაია, მეუფე მიქაელი, მამა სვიმონი, ახლა ბერი სვიმონია.ეს წმინდა ადგილი მაშინ მოვილოცე როგორც ტურისტმა და არა მლოცველმა. აფხაზეთიდან რომ გამოვდიოდით, მთებში მოღვაწე და მლოცველ ბერებთან და მონაზვნებთან მივედით. საუბარში გვითხრეს-ღმერთის ძალით აფხაზეთში დაბრუნდებით და საქართველო გამთლიანდებაო.

აფხაზეთიდან ჭუბერის გზით წამოვედით.მეუფე დანიელი იყო მაშინ ჩვენი მღვდელმთავარი. მეუფე დანიელთან, მეუფე ისაიასთან, მეუფე მიქაელთან, ბერ სვიმონთან ერთად 27 სექტემბერს ჭუბერის გზით ფეხით გადმოვედით.
დღეს აფხაზეთში მდებარე ქართულ ტაძრებში ქართული წირვა-ლოცვა არ აღესრულება. როცა აფხაზეთში ვიყავი, მაშინ მოძღვარი არ ვყოფილვარ, ერის ადამიანი ვიყავი, პროფესიით მშენებელ- ინჟინერი. დამოკიდებულება აფხაზებსა და ქართველებს შორის ძალიან კარგი გვქონდა. იყო შერეული ოჯახები, სიყვარული, ქართველი მოძღვარიც მსახურობდა, მამა აკაკი მელიქიძე. მაშინ, ომამდე ჩემი მოძღვარი იყო. ქართულადაც წირავდა. კარგი დამოკიდებულება იყო, მაგრამ პოლიტიკის გამო ერთმანეთს გადაემტერენ ქართველები, აფხაზები, ოსები და რუსები. მანამდე რა თქმა უნდა სიყვარული სუფევდა ქართველებს, აფაზებსა და რუსებს შორისაც. პირდაპირი დიალოგია საჭირო აფხაზებთანაც, ოსებთანაც და რუსებთანაც. სიყვარულთან ერთად გონებაც და განსჯაც საჭიროა. განსჯას დიდი მნიშვნელობა აქვს. ღმერთმა ადამიანს გონება იმისთვის მისცა, რომ გამოიყენოს არა მხოლოდ თავის სასიკეთოდ და თავისი ინტერესების დასაცავად, არამედ ქვეყნისა და მოყვასის საკეთილდრეოდ. ჩვენმა წინაპრებმა რაც შექმნეს, რწმენით შექმნეს. იმის რწმენა ჰქონდათ, რომ ყველაფერი ღვთის ხელშია და ღმერთის მადლით ხდება.

-მამაო, უმეტესობა თქვენი მონასტრის წევრებისა აფხაზეთიდან არიან?

-2013 წლიდან უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ანტონ მარტმყოფელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი ვარ. ჩვენს მონასტრეში მოღვაწეობდნენ ახლა უკვე ეპისკოპოსები, მეუფე ისაია და მეუფე მიქაელი. ბევრი აქ მოღვაწე ბერი აგრძელებს დღეს სხვადასხვა მონასტრებში მსახურებას. იმედი მაქვს, რომ სიყვარული გაიმარჯვებს და აფხაზეთში დავბრუნდებით.
ბეჭდვა
1კ1