ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეგეწიოთ თქვენს კეთილ საქმეში
ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეგეწიოთ თქვენს კეთილ საქმეში
ქვათახევის მამათა მონასტრის იღუმენი საბა (კარელიძე):

-მეუფე დამიანეს მღდელმთავრად გამორჩევის შემდეგ გავხდი ქვათახევის მამათა მონასტრის წინამძღვარი. მონასტერში 2003 წელს წამოვედი. ერში ყოფნის დროს 1994წელს, მეუღლე გადრამეცვალა. მცირეწლოვანი შვილები მყავდა და მონასტრული ცხოვრების არჩევა ვერ გადავწყვიტე, შვილები უნდა გამეზარდა. დღეს ორივე სასულიერო პირები არიან. გორში, მეუფე ანდრიასთან მსახურობს მამა გიორგი და მამა ლუკა. უმცროსმა შვილმა დამასწრო სასულიერო გზის არჩევა.
თავიდან სამთავისში ვიყავი. იქ, არქეოლოგიური სამუშაოებს ვხელმძღვანელობდი.ერთი დღით წასული, ცხრა თვე შემოვრჩი სამთავისს. მამა კოზმამ მითხრა, მაშინ სამთავისში მსახურობდა, ერთი დღით წამოდი მოგვეხმარეო და ცხრა თვე დავყავი. მერე მამა კოზმა ატენის ხეობაში გადავიდა. მეუფე ანდრიას სავანე აქვს იქ დაფუძნებული. წელიწადნახევრის შემდეგ ქვათახევში წამოვედი. მას შემდეგ, 2005 წლიდან ქვათახევში ვარ. დიდი ხანი ვიყავი კეთილმოწესე. წინამძღვრის, მღვდელმთავრად გამორჩევის შემდეგ მონასტერს ვუძღვები.

KARIBCHE

-მამაო, როგორია მონასტრული ცხოვრების წესი?

- მონასტერში ექვსნი ვცხოვრობთ. გვაქვს ჩვენი ტიპიკონი, დილის 5 საათზე ვიწყებთ მსახურებას. კვირაში სამი შაბათი მაქვს წირვა სოფელ წინარხეში, აქედან 6 კილომეტრშია ეს სოფელი. შაბათ-კვირას მონასტერში ვწირავ. ზაფხულში რკონშიც დავიწყე წირვა-ლოცვის ჩატარება. ვწირავ რკონშიც, წინარეხშიც.. თავკავთაშიც ვიყავი და ლავრისხევშიც. მაღალაანთ ეკლესიაში ვწირე. ამ ზატიკის პერიოდში მინდა ყველა მიტოვებულ ტაძრებში აღვავლინო მსახურება. დავდივარ მრევლთან, მონასტერის წევრებთან ერთად.

მორჩილებები გვაქვს... მთიანი ადგილია და იშვიათად თუ მოდის მოსავალი. ცოტა კარტოფილი მოგვყავს, ჩვენი ბოსტანი გვაქვს. ათი წელია ბასეინი გვაქვს და ლიფსიტებს ვზრიდით. მეურნეობას მონასტერს ვახმართ. შეძლებისდაგავრად სტუმრებსაც ვიღებთ. სტუმრები ჩამოდიან თბილისიდან, კასპიდან, გორიდან, ბათუმიდან და ცხოვრობენ მონასტრულად.

KARIBCHE

-რა არის თქვენი თვალით, მონასტრიდან დანახული თანამედროვე პრობლემა?

-მონასტერში ვინც მოდის, უმეტესობა პრობლემებით მოდის. რა მხრივ? ჩვენი სტუმრები ასახავენ თანამედროვე პრობლემებს. ახალგაზრდობა ძირითადად ნარკომანიის პრობლემებით მოდის. ასევე მოდიან აზარტული თამაშებით მიჩვეულნი და ლოთობის პრობლემებით. მადლობა ღმერთს, ვისაც დაუჯერებია შეძლებისდაგავარდ ბევრი დამდგარა სწორ გზაზე. ყველაზე პრობლემატური რა არის კიდევ იცით? 15-16- 17 წლის ბავშვები მოდიან, რომლებსაც 15 ათასი და მეტი თანხა აქვთ კაზინოებში და სათამაშო აპარატებში წაგებული. გაბრაზებულ მშობლებს მონასტერში მოჰყავთ. ახალგაზრდობა ფსიქოტროპული წამლებით არიან გაბრუებულები.ღვთის შეწევნით ბევრი გამოსწორებულა. ერის ჯანმრთელობას პირველ ადგილზე ვაყენებთ. გვინდა რომ ჯანმრთელი მომავალი თაობა გაიზარდოს და შეძლებისდაგავარად ვეხმარებით ამათ.

KARIBCHE KARIBCHE

-დგვლოცეთ მამაო, ჩვენ რას გვისურვებთ?

-თქვენ როგორც ძალიან და კარგი და სასარგებლო ჟურნალის, "კარიბჭის" რედაქციის წარმომადგენლებს, გისურვებთ ჯანმრთეობას, გახარებას, სიკეთეს და ღვთის შეწევნას. თქვენმა ჟურნალმა მრავალი ადამიანი მოაქცია. აქაც შევხვედრილვარ ისეთ პიროვნებებს, მითუმეტეს ხანში შესულებს, რომლებიც თქვენი ჟურნალის საშუალებით მოვიდნენ მონასტერში და სურვილი გამოთქვეს მონასტერში ცხოვრების. "კარიბჭე" წაიკითხა და ისე მოვიდა მონასტერში. სტატიებიდან გაიგო, რომ ღმერთთან უფრო ახლოს ყოფნა შეიძლება. ყველაფერი "კარიბჭის" ფურცლებიდან გაარკვია. ახლაც, აქ ცხოვრობს ეს პიროვნება და უკვე ჟურნალთან ერთად ჩვენც ვეხმარებით. ბევრი სასრგებლო რამის გაკეთება შეგიძლიათ. თქვენი მადლიანი საქმით, თქვენც ძალიან დიდად წაადგებით და ადგებით და კიდევ მრავალ წელს წაადგებით ჩვენს ერს.

ჯანმრთელობა, სიკეთე, გახარება და მრავალჟამიერი იყოს თქვენი ჟურნალის. სიკეთე მოგცეთ ღმერთმა, ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეგეწიოთ თქვენს კეთილ საქმეში.

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1