სულიერი ცხოვრება, ეს არის მუდმივი ბრძოლა და ჭიდილი სიკეთესა და ბოროტებას შორის
სულიერი ცხოვრება, ეს არის მუდმივი ბრძოლა და ჭიდილი სიკეთესა და ბოროტებას შორის
ვანის ქვაბების მამათა მონასტრის იღუმენი მათე (ვაშაყმაძე):
-ადამიანმა პრინციპულად უნდა გადაწყვიტოს მიატოვოს მავნე ჩვევები და ცოდვითი მიდრეკილებები. ეკლესიური ცხოვრების გზით ადამიანი განიცდის ძლიერ ფერისცვალებას, იწმინდება ადამიანის გული, გონება, სუფთავდება და მგრძნობიარე ხდება სინდისის მამხილებელი ხმა, იხვეწება მისი სულიერი გემოვნება. რაც ადრე მოგვწონდა და გვიზიდავდა, უკვე აღარ წარმოადგენს ფასეულს, რადგან არ ეთანხმება უფლის მცნებებს. რა თქმა უნდა ადამიანის სულიერი ფერისცვალება არ არის მარტივი პროცესი, რადგან ჩვენში ჯერ კიდევ არსებობს მრავალი ვნება და ცოდვითი მიდრეკილებები, რომელმაც მოასწრო ფესვების გადგმა და არ სურს პოზიციების დათმობა. სულიერი ცხოვრება, ეს არის მუდმივი ბრძოლა და ჭიდილი სიკეთესა და ბოროტებას შორის. თუკი ადამიანი სიკეთის მხარეს დადგება, ის მადლის მიღებასაც არ დააყოვნებს. დღეს ჩვენი ერის დიდი ნაწილი თითქოს განიცდის სულიერ ფერისცვალებას, რაზეც მეტყველებს ეკლესიაში მრევლის სიმრავლე, თუმცა, რამდენად ეთანხმება გარეგნულ ფორმას ჩვენი შინაგანი, სულიერი მდგომარეობა, ამაზე დაფიქრება გვმართებს. თუკი ადამიანი ეკლესიურად ცხოვრობს და ვერ აღწევს სულიერ ზრდა-განვითარებას, ეს განპირობებულია იმით, რომ ადამიანი კმაყოფილდება გარეგნული ქრისტიანული ფორმით და არ ცდილობს სულიერი სათნოებების მოხვეჭას.

ბეჭდვა
1კ1