მართლმადიდებლური ეკლესია არის სიყვარულის კავშირი
მართლმადიდებლური ეკლესია არის სიყვარულის კავშირი
შრომის წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარის წინამძღვარი, დეკანოზი პავლე ქინქლაძე:
-თუ ადამიანი გვმტრობს ხშირად ისმის შეკითხვა, როგორ შევიყვაროთ იგი?
-ვილოცოთ მისთვის ღვთის წინაშე, რომ უფალმა გონება გაუხსნას, გამოაფხიზლოს და ჭეშმარიტება დაანახოს. თუ ვხედავთ ადამიანს, რომელიც ცოდვით ეცემა, სცოდავს და უფალს შორდება, უნდა დავეხმაროთ რჩევით, გვერდით დგომით და ლოცვით. სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ვეტყვით და ვურჩევთ, არ უნდა მოხდეს ეს ამპარტავნებით, არამედ სიყვარულით, გვახსოვდეს მუდამ, რომ ყოველი ადამიანი თანასწორია და არცერთი ჩვენგანი არაფრით არის უკეთესი სხვაზე, თუმდაც იმ ჟამს მცოდველი იყოს. ყოველ ადამიანში ღმერთს უნდა ვხედავდეთ და გავუფრთხილდეთ მას, ისევე როგორც განძს, არ უნდა დავკარგოთ ერთმანეთი და ერთობა შევინარჩუნოთ.

მართლმადიდებლური ეკლესია არის სიყვარულის კავშირი არა მხოლოდ იმ მნიშვნელობით, რომ ეკლესიაში ყველას ყველა უყვარს, არამედ უპირველესად იმ მნიშვნელობით,რომ ყველასადმი ყველას სიყვარულით ეკლესია სამყაროს წინაშე მიავლენს ქრისტეს და სიყვარულს, უყვარს სამყარო და იხსნის სამყაროს მისივე სიყვარულით. ეკლესიას უყვარს ქრისტესში-ეს ნიშნავს, რომ აქ თვით ქრისტეს უყვარს სამყარო და მასში "ერთი იგი მცირედთაგანი ძმათა" (მთ.25.40). ეკლესიაში თითოეული საიდუმლოდ იღებს ძალას უყვარდეს ყველა " მოწყალებითა ქრისტე იესუისითა"(ფილ.1.8), იყოს მატარებელი სამყაროში სიყვარულისა.
ბეჭდვა
1კ1