როგორი უნდა იყოს სასულიერო პირი?
როგორი უნდა იყოს სასულიერო პირი?
გთავაზობთ მიტროპოლიტ იეროთეოსის (ვლახოსი) საუბრის მცირე ჩანაწერს , რომელსაც დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე უძღვება.

-მეუფე, რა არის მთავარი ამოცანა დღევანდელი სამღვდელოების წინაშე რაც დგას,რა არის ის მთავარი გამოწვევა, რასთანაც შეჯახება უწევთ თანამედროვე სასულიერო პირებს?
-სასულიერო პირებმა, პირველ რიგში, კარგად უნდა შეისწავლონ მართლმადიდებლური გადმოცემა და ცხოვრებაში განახორციელონ ის, ანუ მათ უნდა შეიცნონ, ის თუ რა სულს ატარებს მართლმადიდებლური სარწმუნეობა და მოქალაქეობა და ეს ყოველივე პირადი ცხოვრებით აღასრულონ. რა თქმა უნდა, სასულიერო პირებს უპირველესად ცოცხალი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ ღმერთთან და მეორე მნიშვნელობანი ის არის, რომ სასულიერო პირებმა კარაგად უნდა შეისწავლონ დღევანდელი ადამიანების თანამედროვეობა. მიუახლოვდნენ და გაეცნონ ადამიანის პრობლემებს. პირადად დაინტერესდნენ თითოეული ადამიანით, გულთან ახლოს მიიტანონ მისი საზოგადოებრივი და პირადი ყოფა და ყველა ის პრობლემა, რომელიც ადამიანს აწუხებს, რათა შეძლონ გადასცენ ადამიანებს ღვთის პასუხი და მადლი. ამგავრად უპასუხონ თანამედროვე ადამიანების შეკითხვებს. მაგალითად, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც სვამს თანამედროვე ადამიანი და საერთოდ კაცობრიობა, არის კითხვა-ყოფასა და არსებობას რომ შეეხება ანუ რისთვის ვცხოვრობთ? რა არის სიცოცხლის არსი? რა არი სიკვდილი? სად მიდის სული სხეულთან გაყრის შემდეგ? ეს არის მწვავე შინაგანი პრობლემები. სასულიერო პირს უნდა შეეძლოს ადამიანის სულში არსებული ყველა პრობლემის დანახვა და პასუხის გაცემა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის უნდა დაეხმაროს შეიცნოს უფალი, შეიყვაროს ღმერთი და მთელი მისი ქმნილება და ყველა ადამიანი, რომელიც შექმნა უზენაესმა.

KARIBCHE-მეუფეო, თქვენს წიგნში არის ერთი თავი, რომელსაც პირდაპირ ასე ეწოდება-"მკურნალის ძიება". მკურნალში იგულისხმება მოძღვარი, შეიძლება ჩვენს ტელემაყურებლებს შორის არიან ისეთები, რომლებსაც არა ჰყავთ ჯერ მოძღვარი, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ ჰყავდეთ მოძღვარი. რას ურჩევდით მათ, როგორ ეძებონ, როგორ აირჩიონ თავიანთი სულიერი წინამძღოლი?
-უნდა ითქვას, რომ მოძღვრის საკითხი ძალიან პიროვნული და ინდივიდუალური თემაა. ვფიქრობ, უფალია ჩვენი შემომქმედი და ყოველი ჩვენგანი მან შექმნა, ამიტომ ის არის ჩვენი ნამდვილი მამა, აქედნ გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფალი ვალდებულია დაეხმაროს ადამიანს, როდესაც ადამიანი სულიერ შიმშილს გრძნობს, უნდა ილოცოს და სთხოვოს უფალს: - უფალო, მიჩვენე, შესაფერისი წინამძღვარი, რომ შეძლოს გამიძღვეს ჩემს გზაზე შენს შესაცნობელად. თუ ადამიანი ღმერთს ლოცვით მიმართავს და კითხულობს წმინდა მამათა სწავლებებს, რომლებშიც განმარტებულია ეკლესიის გადმოცემა, ეჭვგარეშე დარწმუნებული უნდა იყოს, რომ უფალი გამოუგზავნის საჭირო მოძღვარს. უამრავი მაგალითის მოწმე ვარ, აღმოსაველთის ან დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრები სხვადასხვა მცხოვრები ადამიანები სხვადასხვა სოციალურ მდგომარეობაში მყოფნი ეძიებდნენ ცხონების გზას, დიდი სიძნელეების გადალახვის შემდეგ იპოვეს იგი, რადგან სწყუროდათ და შიოდათ სიმართლისათვის და უფლისათვის. ლოცულობდნენ, რათა შეეცნოთ უფალი. როგორც მაცხოვარი ნეტარებებში ამბობს, "ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეთ და სწყუროდეთ სიმართლისათის, რამეთუ იგინი გაძღნენ", ესე იგი ნეტარნი იქნებიან და გაძღებიან ისინი, რომელთაც სწყურიათ უფლის სამართალი. ანუ უდავოა, რომ ასეთებს უფალი თვალებს აუხელს და იმ შემთხვევაში თუ შესაფერისი მოძღვარი არ გამოჩნდება, მაშინ უფალი პირადად იზრუნებს მათზე. იმ საშუალებებით და გზებით, რომელიც თვითონ უწყის.

საუბარს თარგმნის მღვდელმონაზონი მიქაელ (ბრეგვაძე)


წყარო ქადაგება.გე

იხილეთ ვიდეო




ბეჭდვა
1კ1