არსებობს თუ არა განსხვავება ქალაქში მცხოვრები ბერისა და უდაბნოში მცხოვრები ბერის სულიერ ცხოვრებათა შორის?
არსებობს თუ არა განსხვავება ქალაქში მცხოვრები ბერისა და უდაბნოში მცხოვრები ბერის სულიერ ცხოვრებათა შორის?
ნიუ-იორკის წმინდა მარიამ ეგვიპტელის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, ცნობილი მქადაგებელი და მისიონერი სქემარქიმანდრიტი იოაკიმე პარი:
-არსებობს თუ არა განსხვავება ქალაქში მცხოვრები ბერისა და უდაბნოში მცხოვრები ბერის სულიერ ცხოვრებათა შორის?

-განსხვავება არსებობს, თუმცა გეტყვით, რომ არ უნდა არსებობდეს. სამონასტრო ცხოვრების სტრუქტურული წყობა ბევრგან მართლაც შესაფერისია ბერობისთვის. მაგრამ ეს სტრუქტურები ადამიანების მიერ იქმნება, მონასტრის სულიერი აგებულება კი სულიწმინდის მიერ ყალიბდება. ამიტომ შესაძლოა სამონასტრო სტრუქტურა გქონდეთ, მაგრამ სამონასტრო ცხოვრება სინამდვილეში არ გაგაჩნდეთ, რადგან სამონასტრო ცხოვრება თავისი არსით სტრუქტურა არ არის. იგი შინაგანად იმართება სულიწმიდის მიერ და არ საჭიროებს არანაირ რეფორმებს, - მასში უბრალოდ უნდა იცხოვრო და იღვაწო!

KARIBCHEმონასტრულ სულიერ ცხოვრებას არასდროს დაუტოვებია ეკლესია, მას არასდროს შეხებია სიმონია, იგი არასდროს ყოფილა კორუმპირებული - ხოლო ადამიანების მიერ შექმნილი სამონასტრო სტრუქტურები კი დარღვეულა, ისევე, როგორც მათში მცხოვრები ზოგიერთი უღირსი ბერი.

მაშ, რა არის მონასტრული ცხოვრების არსი? უპირველეს ყოვლისა, - ღმერთთან ერთობაში ცხოვრება, სურვილი, რომ ეძიო უფალი სხვებთან ერთად! თუ ეს ერთობა არსებობს, მაშინ ცოცხალია მონასტერიც; ხოლო თუ ეს არ არის, - მაშინ არც სამონასტრო ცხოვრება არსებობს.

ბეჭდვა
1კ1