დღეს განსაკუთრებით რთულ დროში გვიწევს ცხოვრება, ამიტომაც ნუ დაგვენანება ერთმანეთისთვის ტბილი სიტყვის თქმა, მოფერება, ნუგეშინისცემა
დღეს განსაკუთრებით რთულ დროში გვიწევს ცხოვრება, ამიტომაც ნუ დაგვენანება ერთმანეთისთვის ტბილი სიტყვის თქმა, მოფერება, ნუგეშინისცემა
ვანის ქვაბების წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის მამათა მონასტრის იღუმენი მათე (ვაშაყმაძე):

-ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვით ნუგეშინისცემას,ზოგჯერ ისეც ხდება რომ ცხოვრება რთულდება, სულიერი ბრძოლები ძლიერდება, მთელ რიგ პრობლემებს ვეღარ ვუმკლავდებით ჩვენს ცხოვრებაში, იწყება სულიერი კრიზისი, გვეუფლება უიმედობა, თითქოს აღარაფერი გვახარებს ამ ცხოვრებაში.. აი ზუსტად ასეთ დროს სჭირდება ადამიანს გვერდში მდგომი, სულიერი მოძღვარი, მეგობარი, რომელიიც გვანუგეშებს, დაგვარიგებს, იმედს დაგვიბრუნებს და სულიერად შეგვეწევა.. რადგან არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, საიდანაც გამოსვლა არ შეიძლება..დღეს განსაკუთრებით რთულ დროში გვიწევს ცხოვრება, ამიტომაც ნუ დაგვენანება ერთმანეთისთვის ტბილი სიტყვის თქმა, მოფერება, ნუგეშინისცემა..რამეთუ ღერთი სიყვარულია... ქრისტიანობა კი სიყვარულში სრულყოფილების მიღწევის მუდმივი პროცესია..ღმერთმა შეგვაძლებინოს ასეთი მსახურება უფლის სადიდებლად და მოყვასის სასარგებლოდ, ჩვენივე სულის საცხოვნებლად ამინ.

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1