თქვენამდე არ მოიყვანოთ ადამიანები, მიიყვანეთ უფლამდე.
თქვენამდე არ მოიყვანოთ ადამიანები, მიიყვანეთ უფლამდე.
გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის იღუმენი თეოდოსი (ხაჩიძე):
-მონასტერში ადამიანის დამკვიდრება ძალიან ძნელია. რადგან ჩვენ ვთხოვთ ადამიანებს ერში არსებული ჩვევების მთლიანად შებრუნებულ ვარიანტს. თავის ჭკუით ცხოვრებას არიან მიჩვეულები, მონასტერში კიდევ ისე უნდა იცხოვრონ როგორც მონასტერს და მის სულს სჭირდება. დამოუკიდებლად ხომ ვერ ვცხოვნდებით, ამისთვის წინამძღოლი გვჭირდება.

მეუფე იობი ხშირად ამბობს, ფრთხიად იყავით, თქვენამდე არ მოიყვანოთ ადამიანები, მიიყვანეთ უფლამდე.. რა თქმა უნდა გიყვარდეს მოძღვარი და მისი კარგი გიხაროდეს და ცუდი გწყინდეს, მაგრამ მოძღვარიც უნდა იყოს ისეთი, რომ სიყვარული ნორმის ფარგლებში იყოს. არ უნდა იყო მიჯაჭვული ერთ მოძღვარზე. ტრაგედია კი არ უნდა შევქმნათ იმის გამო, რომ მოძღვარი გარდაიცვალა. ჩვენ მისთვის ვილოცოთ, მაგრამ არ შეიძლება მის გამო აღარავინ ავიყვანოთ სულიერ მოძღვრად. ეს უკვე მეორე უკიდურესობაა.. მეუფე ამბობს ხოლმე, რომ არ მიიტაცოთ თქვენ ღვთის მადლიო. ღვთის მადლი მოგეცათ იმიტომ კი არა, რომ ყველას მბრძანებელი გახდეთ, არამედ იმის გამო, რომ ადამიანები მოიქცნენ თქვენი სიტყვითო. თორემ ვაი ასეთ ქმედებასო.

KARIBCHE KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1