ღმერთმა ძალა მოგვცეს, მადლი იმისა, რომ ვიზრუნოთ როგორც ჩვენი სულის ცხონებისთვის, ასევე ჩვენი მრევლისთვისაც
ღმერთმა ძალა მოგვცეს, მადლი იმისა, რომ ვიზრუნოთ როგორც ჩვენი სულის ცხონებისთვის, ასევე ჩვენი მრევლისთვისაც
მესტიისა და ზემო სვანეთში მდებარე ბეჩოს უშხვანის ღვთისმშობლის შობის და ჭოხურტის მაცხოვრის სახელობის ტაძრების წინამძღვარი, სქემიღუმენი შიო (გელაშვილი):

-ყველა ადამიანის მისია და ვალდებულებაა ღმერთის გვერდით ყოფნა და ღმერთთან ერთად ბედნიერი იყოს. რაც წარმავალია, მატერიალურია და რისთვისაც ამაოდ ზრუნავს ზოგიერთი, ეს არ არის მაცხოვნებელი. ჩემი სურვილი პირველ რიგში ჩემი მრევლის ცხონებაა. ამით მეც ბედნიერი ვიქნები. ჩემს მრევლს მანამდე თავად ცხოვრების წესით თავად უნდა მივცე მაგალითი. ღმერთმა ეს მეც შემასრულებინოს და მათაც. ღმერთმა ყველა დალოცოს. მრევლი ნამდვილად საზრუნავია. ღმერთმა მოგანდო და მოგაკუთვნა მათზე ზრუნვა.. მადლობა ღმერთს ამისთვის... ღმერთმა ძალა მოგვცეს, მადლი იმისა, რომ ვიზრუნოთ როგორც ჩვენი სულის ცხონებისთვის, ასევე ჩვენი მრევლისთვისაც. იმ ადამიანებისთვის, ვინც უფალმა მოგვაკუთვნა საცხონებლად. სულიერი სიტყვის საქადაგებლად.

ბეჭდვა
1კ1