არიან ადამიანები, რომლებსაც არც ფინანსურად უჭირთ, არც ეკონომიურად, მაგრამ მუდმივად უხასიათოდ არინ და ღვთის იმედი აქვთ დაკარგული...
არიან ადამიანები, რომლებსაც არც ფინანსურად უჭირთ, არც ეკონომიურად, მაგრამ მუდმივად უხასიათოდ არინ და ღვთის იმედი აქვთ დაკარგული...
- როგორ უნდა გავუმკლავდეთ მოწეულ განსაცდელებს?, -ამ შეკითხვით მივმართე მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარე სოფლების წვირმის მაცხოვრის ფერისცვალების და ნაკრაში წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრების წინამძღვარს, სქმემმღვდელომაზონს პეტრეს (ქურდაძე):

-განსაცდელი ძალიან ბევრია, უამრავი. ერთმანეთში გვერდით დგომა გადაგვატანინებს განსაცდელებს, გვერდით დგომა თუნდაც მრევლის. როდესაც ჩვენ მრევლთან გვაქვს ურთიერთობა და თავის გაჭირვებას გვეუბნება, აღსარებას იბარებ შენ მოგყავს მაგალითად წმინდა მამები, სახარებიდან, მაგრამ უფრო სხვაგვარს ითხოვს ადამიანი, უფრო რეალურს. ეს ჩანს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყოველდღიურ პრაქტიკაში. მოძღვრის სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რას ეტყვი, როგორ ეტყვი, რა დროს ეტყვი. როცა ადამიანს ლოცვა-კურთხევას აძლევ, როგორ უნდა მოიქცეს და რომ შეხედავ მეორე წუთას, შეიძლება იმდენი ვერ გააკეთა, მაგრამ რაღაც რომ შეცვალა თავის ცხოვრებაში, ეს უკვე დიდი ნუგეშია, შედეგი რომ დაინახე სულიერ ენერგიას უკნა ღებულობ. უფალი მოციქულებს ეუბნება, როცა თქვენ შეგიპყრობენ არ იზრუნოთ იმაზე რაი თქვათო, სულიწმინდა იმეტყველებს თქვენი ბაგეებიდანო. იმ დროს გათქმევინეს სულიწმინდა, რაც მას სჭირდება, შეიძლება ამაზე მომზადებულიც არ იყო, ან არსად წაიკითხო. ისეთ რამეს გაწვდის გონებაში რაც მისთვის უკვე დამაჯერებელია და ამშვიდებს. მერე შედეგიც ჩანს. სასულიერო პირები და ერის ადამიანები ასე ვავსებთ ერთმანეთს.

შევეცადოთ ვთესოდ სიკეთე. ამქვეყანაზე სიყვარული ყველაზე მთავარია. ნებისმიერ ცოდვას, ნებისმიერ ცუდ საქციელს სიყვარული გარდაემატება, უფალი თვითონ სიყვარულია. ადამიანი სიყვარულით რომ იცხოვრებს არაფერი არ გაუჭირდება. ნებისმიერ გაჭირევბას, ნებისმიერ პრობლემას გადალახავს. სიყვარული, მოთმინება, კაცთმოყვარეობა და ურთიერთარს ტვირთი ვიტვირთოდ და ესრეთ აღვასრულოთ სჯული ქრისტესი. მოციქული ბრძანებს, თუკი სიყვარული არ გვექნება, მიცვალებულიც რომ აღადგინო არაფერიაო. სიყვარულია ყველაფრის თავი.

-მამაო ხშრიად საუბროენ სულიერ გაჭირვებაზე, რაში გამოიხატება სულიერი გაჭირევბა?

-არიან ადამიანები, რომლებსაც არც ფინანსურად უჭირთ, არც ეკონომიურად, მაგრამ მუდმივად უხასიათოდ არინ, ღვთის იმედი აქვთ დაკარგული. შეიძლება არც არასდროს ჰქონდათ. რაღაცის იმედი ჰქონდათ და მერე რომ ნახეს ამ სიმდიდრეში, მატერიალურში არაფერია შველა, სულ სხვას ეძებს და ვერ ნახულობს. ვერ პოულობს ადგილს, სადაც მისი შვება იქნება. აი, ეს არის სულიერი სიდუხჭირე. ზოგს არაფერი აქვს, მაგრამ სულიერი სიხარული მუდამ თამდევია. მისთის ფული და მატერიალური მხარე არაფერს ნიშნავს. იმიტომ რომ წარმავალია. პირველად ეძიებდით სასუფეველსა ღვთისასა დანარჩენი ყოველივე თქვენ შეგეძინოთო, ბრძანებს უფალი. ყველაზე მთავარი უფალთან მყოფობაა. ვინც ეძებს პოულობს. ეძიებდეთ და ჰპოვებდეთო, ირეკდეთ და განგეღოთ. ვინც ვერ ნახულობს ჩვენ უნდა მოვნახოთ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

ბეჭდვა
1კ1