როცა სულიერი მამა შენთან კი არა, სხვა შვილთან საუბრობს და ამ დროს შენ სიხარულს განიცდი იმის გამო, რომ იგი მადლსა და ხსნის საშუალებას გადასცემს სხვა ადამიანებს, მაშინ მოძღვარი ნამდვილად სულიერად გიყვარს
როცა სულიერი მამა შენთან კი არა, სხვა შვილთან საუბრობს და ამ დროს შენ სიხარულს განიცდი იმის გამო, რომ იგი მადლსა და ხსნის საშუალებას გადასცემს სხვა ადამიანებს, მაშინ მოძღვარი ნამდვილად სულიერად გიყვარს
არქიმანდრიტი რაფაელის (კარელინი) საუბარი წიგნიდან "სულიერი ღვაწლის შესახებ".

-როგორ მოვიქცეთ, როცა გადაწყვეტილება სასწრაფოდაა მისაღები და იმის საშუალება არ არის, რომ მოძღვარს შევეკითხოთ?

-მამათაგან ზოგი ასეთ პასუხს გვთავაზობს. თუკი აუცილებელია სასწრაფო გადაწყვეტილების მიღება და ვერავის ვეკითხებით, მაშინ პირველ რიგში უნდა დავთრგუნოთ საკუთარ თავში იმის სურვილი, რომ მოვიქცეთ ერთ ან მეორენაირად, ამის შემდეგ კი სამგზის ვილოცოთ და გულში სწრაფად ჩავიხედოთ: რა გზასაც გულის პირველი მოძრაობა მიგვითითებს, სწორედ ის ავირჩიოთ. მაგრამ შეიძლება ისე მოხდეს, რომ იმ მომენტში ვერ შევძლოთ საკუთარ სურვილებზე მაღლა აწევა და ვენებების ხმა გულის ხმად მივიჩნიოთ. ასეთ შემთხვევაში უნდა შევამოწმოთ, რამდენად შეესაბამება მისაღები გადაწყვეტილება სახარების მცნებებს, აგრეთვე გავიხსენოთ, თუ რა პასუხს იძლეოდა წინამძღვარი, როცა ჩვენს ცხოვრებაში მსგავსი სიტუაცია იქნებოდა.

-როგორ გავარჩიოთ, სულიერია ის გრძნობა, რომელიც ჩვენი სულიერი მამის მიმართ გაგვაჩნია, თუ ეს მხოლოდ მშვინვიერი მიჯაჭვულობაა?

-როცა სულიერი მამა შენთან კი არა, სხვა შვილთან საუბრობს და ამ დროს შენ სიხარულს განიცდი იმის გამო, რომ იგი მადლსა და ხსნის საშუალებას გადასცემს სხვა ადამიანებს, მაშინ მოძღვარი ნამდვილად სულიერად გიყვარს. ხოლო თუ შენ ამ დროს გაღიზიანებას განიცდი, წყენას ან შურს, თუნდაც შინაგანად დაფარულს საკუთარი თავისაგან შემდეგი სიტყვებით: "როგორი უნამუსო ადამიანები არიან, ჩემს სულიერ მამას აწუხებენ, შეიძლება ის დაავადდდეს ასეთი დაძაბულობისაგან!"-და ასე შემდეგ, მაშინ იცოდე, რომ მასთან სულიერი კი არა, მშვინვიერი მიჯაჭვულობა გაქვს.

-თუ შენს სულიერ მოძღვართან ღვთივსათნო დამოკიდებულება გვაქვს და ამ დროს რომელიმე ბერის, მაღალი სულიერების მქონე ადამიანის შესახებ შეიტყობ, მაგრამ მასთან წასვლის არავითარი სურვილი არა გაქვს, სწორია ეს განწყობა თუ უნდა წახვიდე?

-რატომ უნდა წახვიდე? მიდიან, რათა არსებულ კითხვებზე პასუხი მიიღონ. შეკითხვა გაქვს,-სულიერ მოძღვრას შეეკითხე. თუკი ის სათანადო სიმაღლეზეა, მაშინ თავად გეტყვის: "იცი რა, ამ შეკითხვაზე არ შემიძლია პასუხი გაგცე. მიდი სხვასთან, გაესაუბრე".

-შეიძლება თუ არა მონოზვნური ცხოვრება სამრევლოში გაატარო, როცა შესაფერის მონასტერს ვერ პოულობ?

-რევოლუციის შემდეგ, როდესაც მონასტრები დაარბიეს, სამრევლოებიც კი თითქმის აღარ დარჩა. ყველაფერი დარბეულ და დახურულ იქნა, მაგრამ სამონაზვნო ცხოვრება არ ჩამქრალა. ამიტომ სამრევლში მონაზვნური ცხოვრების გატარება შესაძლებელია.

ბეჭდვა
1კ1