როგორც ხორცი ვერ იარსებებს ამქვეყნიური საკვების გარეშე, ისე სული ვერ იარსებებს ღვთიური საკვების გარეშე
როგორც ხორცი ვერ იარსებებს ამქვეყნიური საკვების გარეშე, ისე სული ვერ იარსებებს ღვთიური საკვების გარეშე
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):

-სიგლახაკეზე წმინდა მამა ეფრემ ასური წერს:„როგორც ყველა მდიდარი არ წარწყმდება, ასევე ყველა გლახაკი ვერ ცხონდება“, ანუ წარწყმდება ის მდიდარი, რომელიც სიმდიდრის გარდა ვერაფერს ხედავს და სიმდიდრის მოპოვების გარდა არაფერზე ზრუნავს. ასევე ცხონდება არა ის გლახაკი, რომელიც ბუნებით და რაღაც მიწიერი მიზეზებით არის დაგლახაკებული, არამედ ის, ვინც სწორად დაინახავს თავის სულიერ სიგლახაკეს და ზრუნავს ამ სიგლახაკის შესავსებად. `სულით გლახაკი~ არის ის ადამიანი, რომელმაც დაინახა, რომ მის სულს ამქვეყნიური ვერაფერი აპურებს. ვის შეუძლია თქვას, რომ არსებობს რაიმე ნივთი, რომელსაც შეუძლია სული გამოკვებოს და გაამდიდროს? ყოველი სიმდიდრე, რომლისკენაც კაცობრიობის უმეტესობა მიილტვის, არის ხორცის სიმდიდრე, რომლითაც ჰგონია, სულსაც განუსვენებს, მაგრამ ტყუვდება. პირველ რიგში, საჭიროა იმის დანახვა, რომ, როგორც ხორცი ვერ იარსებებს ამქვეყნიური საკვების გარეშე, ისე სული ვერ იარსებებს ღვთიური საკვების გარეშე.




ბეჭდვა
1კ1