მართლმადიდებელი ეკლესია ინახავს ,,ოქროს გზას“ ცხონებისთვის
მართლმადიდებელი ეკლესია ინახავს ,,ოქროს გზას“ ცხონებისთვის
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი. ის შვიდი საიდუმლო, რომელიც მასში აღესრულება გვეხმარება უფლისაკენ სავალ გზაზე, გვეხმარება სინანულსა და უფლის რწმენის განმტკიცებში. ეკლესიოლოგიური სწავლება გულისხმობს ყველას ერთობას ქრისტეს ჭეშმარიტი რწმენის გარშემო.  ქრისტე, რომელიც არის განკაცებული ღმერთი, ბუნებითი ღმერთი და მხსნელი ჩვენი ადამიანური  ბუნებისა.

ბუნებრივია მას უნდა მიმართოს ყველა ადამიანმა ხსნისათვის, რადან შეუძლებელია იყოს სხვა მხსნელი ბუნებითი მხსნელის, იესო ქრისტეს გარდა. წმინდა პავლე  მოციქული. ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში შეგვახსენებს, რომ ერთდერთი გზა ხსნისა და საუკუნო ცხოვრებისა იესო ქრისტეს რწმენასა და საეკლესიო ცხოვრების სრულყოფაზე გადის. ( ტიმ. 1,15-16;)  ხშირად ეკლესიური ადამიანები ჩავდივართ იმავე ცოდვებს, რასაც არაეკლესიური ადამიანები, მაგრამ განსხვავება ეკლესიურს და არაეკლესიურ  შორის ის არის, რომ ჩვენ შენდობას ვთხოვთ ღმერთს ცოდვებისათვის. ჩვენ ვართ დედა ეკლესიის შვილები, შეიძლება უღირსნიც, მაგრამ როდესაც მოვა განსაცდელი, როდესაც გვიტევს ცოდვები, ჩვენ ვიცით სად უნდა შევაფაროთ თავი,- ეს დედა ეკლესიაა. იგი გვმფარველობს, როგორც დედა, ის გვაძლევს მადლს როდესაც ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს და ვთხოვთ მას დახმარებას ნაკლულოვანებათა დაძლევაში.

უფალი გვაძლევს მადლს, რომელიც არის "უძლურთა მკურნალი და ნაკლულოვანთა აღმავსებელი". - ლიტურგიაზე, როდესაც სახარებას ვისმენთ, ამ სიტყვეებით  ხომ თავად უფალი გვესაუბრება, ეს სიტყვები ხომ თავად ქრისტეს სწავლებაა. ესე იგი ეს არის გზა  და ადგილი, სადაც ჩვენ ვიღებთ უფლის სწავლებას, მადლს, ხსნას, დედობრივ მფარველბას დედა ეკლესიისგან., აი ეს განასხვავებს ეკლესიურ ადამიანს სხვებისგან. ის იაზრებს იმას, თუ ღმერთმა რა გააკეთა მისთვის და რას აკეთებს. ის აუცილებლად ცდილობს, რომ იყოს ქრისტესი, ის აუცილებლად ხედავს, რომ ქრისტეა ნუგეშიც გზაც ჭეშმარიტებაც სიყვარულიც,  მხსნელიც და ღმერთიც.  

ადამიანი, რომელიც ამ ყოველივეს მოკლებულია, ბუნებრივია, მან არ იცის, რა არის ცხონების ვიწრო გზა, როგორია საღვთო სწავლება, როგორ უნდა ვიცხოვროთ და ვინ არის ამ ცოდვათა მორევში ჩვენი მხსნელი და უფალი. ასეთ ადამიანს ავიწყდება, რომ ჰყავს უფალი, რომელიც მისთვის მოკვდა და აღდგა...




ბეჭდვა
1კ1