თანამედროვე ადამიანებს საცდური მეტი აქვთ
თანამედროვე ადამიანებს საცდური მეტი აქვთ
გვესაუბრება ვანისა და ბაღდათის ეპარქიის ღვთისმსახური დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-მამა ეფრემ ფილოთეველი ერთ-ერთ თავის ქადაგებაში ბრძანებს, რომ ადრეც იყო ცოდვა და ბოროტება, მაგრამ დღეს ბოროტება უფრო გამრავლებულია და ცოდვით დაცემის საშიშროებაც მეტია. ბოლო ჟამის ანუ თანამედროვე ადამიანებს საცდური მეტი აქვთ, რის გამოც მეტი მოთმინებაც უწევთ. წმინდა მამები ამბობენ, რომ ბოლო ჟამის ადამიანები, რომლებიც ქრისტეს ერთგულნი დარჩებიან, პირველნი წინ დადგებიან. დღეს შედარებით რთულია ცოდვასთან ბრძოლა, მაგრამ სირთულესთან ერთად თანამედროვე ადამიანს უფალი მადლს უფრო ადვილად აძლევს. თუ მაშინდელ სამღვდელოებას სჭირდებოდა ბევრი მარხვა, ბევრი ლოცვა, სულიერი მოღვაწეობა მადლის მოსახვეჭად, დღესდღეობით იმდენი მარხვა და ლოცვა არ არის საჭირო ერის თუ ბერისთვის, რომ უფალმა მადლი მისცეს, ამას ამბობს თვითონ მამა ეფრემი და მისი წმინდა მოძღვარი ბერი იოსებ ისიხასტი. მადლი გვეხმარება იმაში, რომ არ დავეცეთ. დღეს თუ საცდური გამრავლდა, უფალი მომთმენს მადლსაც აძლევს მის დასათმენად. მთავარია აირჩიო, შენ რა გინდა, ცოდვა თუ მადლი, ღმერთი თუ ეშმაკი, შავი თუ თეთრი. აირჩევ სიკეთეს, ღმერთს, მადლს - უფალი პირველ რიგში თვითონ არის მოწადინებული, გვაცხოვნოს და შეგვეწიოს .

ბეჭდვა
1კ1