"როცა წირვაზე მსხვერპლშეწირვა აპოგეას აღწევს და მღვდელი იჩოქებს, იგი ყველაზე დიდ გულისტკივილზე ლოცულობს..."
"როცა წირვაზე მსხვერპლშეწირვა აპოგეას აღწევს და მღვდელი იჩოქებს, იგი ყველაზე დიდ გულისტკივილზე ლოცულობს..."
რუბრიკაში "ერისკაცობიდან-მღვდლობამდე" სასულიერო პირებს გაგაცნობთ, ჩვეულებრივ მოკვდავებს, რომლებმაც ქრისტეს სიყვარულის გამო შეიცვალეს ცხოვრება, თუმცა ეკლესიაში ისინიც ადამიანური სისუსტეებით მივიდნენ. რუბრიკის სტუმარია ერთ-ერთი უძველესი ტაძრის - ანჩისხატის წინამძღვარი, დეკანოზი რევაზ ტომარაძე.


- 1930 წელს დავიბადე. ბავშვობა ონში გავატარე. ოჯახში ორი ძმა, ერთი და, დედ-მამა და ბებია ვიყავით. ბებია მორწმუნე გახლდათ. მარხვისას ჩემი და სახსნილოს ჩაუგდებდა ხოლმე კერძში, - მოგეხსენებათ, იმხანად როგორ უყურებდნენ ეკლესიას, - ბებია კი დაიჩოქებდა და ლოცულობდა: "არა იცის რა, უფალო, შეუნდეო"...უკვე წამოზრდილმა, სიკვდილს რამდენჯერმე ჩავხედე თვალებში. ერთხელ ნადირობისას კინაღამ მეწყერში მოვყევი. ჩემდაუნებურად წამოვიძახე, ღმერთო, მიშველე-მეთქი, ამხანაგს თოკი გადავუგდე და გამოვქაჩე. გადავრჩით. მეგობარმა მკითხა: ღმერთს ახსენებდი, გწამსო? სწორედ მაშინ დავფიქრდი პირველად...მოხეტიალე ცხოვრებას ვეწეოდი. ერთხანს მაგადანის ნიკელის მაღაროშიც ვმუშაობდი. მაღარო ჩამოინგრა. რამდენიმე კაცი მოვყევით ნანგრევებში. ის 3 დღე, სანამ გამოგვიყვანდნენ, ათას რამეზე ვფიქრობდი, ბებიაჩემის ანდერძიც გამახსენდა - რომ მოვკვდები, ამ ხატის წინ (ღვთისმშობლისა და მაცხოვრის კარედი ჰქონდა) სანთელი დაანთე, ღვინოში პური ჩააწე და მომიგონეო. ამ ფიქრებში ვიყავი და გვიპოვნეს კიდევაც.მეორედაც ჩამოინგრა მაღარო. ორნი ვმუშაობდით. ბორია, ჩემი ამხანაგი, დაიღუპა, მე კი, მომწამლავი კვამლით გაბრუებულს, ნაცნობი ბიჭის ხმა მომესმა - რუსულ-ქართულად მიმასწავლა, საით წავსულიყავი. გავედი გვირაბის ბოლოს და სინათლის ათინათი შევამჩნიე. გამოვჩიჩქნე ის ადგილი. ჩამოინგრა და გასასვლელი გამოჩნდა...ყველას უკვირდა, ლუკს რომ მივაგენი. ხმა ჩამესმა და იმან მიმასწავლა-მეთქი, ვიფიცებოდი, მაგრამ ვერავინ დავაჯერე. ის კი არა, ეჭვის თვალითაც დამიწყეს ყურება. იქაურობაზე გული ავიცრუე, ხაბაროვსკში ჩავფრინდი, ტაძარში მივედი. წვერი მქონდა მოშვებული და მღვდელს მუსულმანი ვეგონე. მკითხა, ვინ ვიყავი, სადაური... მოვუყევი ჩემს ამბავს.

მფარველი ანგელოზი გამოგცხადებია და იმას გადაურჩენიხარო, მითხრა. ქართველები უყვარდა - ივერიელები რომ მოდიან, ტაძარი ფართოვდებაო, იტყოდა ხოლმე...იქიდან თბილისში დავბრუნდი. მთელი გზა თავს გადახდენილზე ვფიქრობდი. მოვძებნე ბებიაჩემის კარედი და ანდერძი შევუსრულე. მას მერე თბილისში ვცხოვრობდი. ეკლესიაში ხანდახან თუ შევივლიდი, მაგრამ რაც პატრიარქის ქადაგება მოვისმინე, მრევლის წევრი გავხდი. მაშინ კაი 50 წლისა ვიქნებოდი.სხვათა შორის, ხუცურად ვკითხულობდი. სანამ რუსეთში გადავიხვეწებოდი, სარეჟისორო ფაკულტეტი დავამთავრე, ონში სახალხო თეატრიც კი გავხსენი. მერე რაღაც ინტრიგების გამო მივატოვე იქაურობა, თავი დავადე და წავედი სახეტიალოდ... ჰოდა, იმას ვამბობდი: ინსტიტუტში ერთი კარგი ისტორიის მასწავლებელი გვყავდა, გვარად მაჭავარიანი. ქართველმა თავისი ისტორია, თავისი დამწერლობა როგორ არ უნდა იცოდესო, - გვეტყოდა ხოლმე, - ზოგიერთს ხუცური სომხური რომ ჰგონია, ამაზე დიდი სირცხვილი რაღა გინდათო?! ხუცურიც შეგვასწავლა და აგიოგრაფიაც შეგვაყვარა.ერთხელ სიონის მრევლთან ერთად სუფრასთან მოვხვდი. თადეოზ მირონიშვილიც იქ იყო (ახლა ეპისკოპოსია). დაინახა, რომ ხუცურად დაწერილ წიგნს ვათვალიერებდი. გაოცდა, რაღაცეები წამაკითხა, მერე პატრიარქს უთხრა, ერთი კაცი ვნახე, ხუცურს კითხულობსო. იმ დროს ქუდი რომ შეგეგდოთ ეკლესიაში, გამოსატანად არავინ შევიდოდა და ერისკაცისგან ხუცურის ცოდნა მართლა გასაკვირი იყო. მიხმო პატრიარქმა, გამომცადა, კერძო დიაკონი ხომ არ იყავიო, მკითხა და ეკლესიაში დარჩენა შემომთავაზა. ჩავთვალე, რომ მღვდლობისთვის მზად არ ვიყავი და თბილისიდან წავედი.ჩვენი პატრიარქი ადამიანის სულში იხედება... მეორედ რომ მოვხვდი მასთან, ვუთხარი, არ ვარ ღირსი, ბევრი ცოდვა ჩამიდენია-მეთქი. ყველანი ცოდვილები ვართო, - მიპასუხა. ეკლესიას მაშინ ძალიან უჭირდა. სუკი ცდილობდა, ტაძრებშიც თავისი ხალხი ჰყოლოდა, პატრიარქი კი ფარულად ებრძოდა მათ და თავის თანამოაზრეებს აკურთხებდა ხოლმე. ცდილობდა, განათლებული ადამიანებისთვის დაესხა ხელი. მე რა ინტელიგენტი ვიყავი, ან რა განათლება მქონდა, ეგ იყო, კითხვა მიყვარდა...ასე იყო თუ ისე, დამიყოლია და მცხეთაში დიაკვნად მაკურთხა, ერთ კვირაში კი პატრიარქის სამშობლოში, გერგეთის სამებაში, მღვდლად დამასხეს ხელი. პატრიარქს ვთხოვე, ხალხმრავალ ადგილას არ გავეგზავნე. მთაწმინდაზე მიმავლინა. ექვსი თვე იქ ვიყავი ჩაკეტილი და ვკითხულობდი. მერე პატრიარქმა შემომითვალა: "არ გაივაკეო?" - და თავისთან წამიყვანა. რამდენიმე წლის შემდეგ გამშვენებული ჯვარიც მომცა, მიტრაც მიბოძა და ამ ტაძრის წინამძღვრად დამადგინა. უკვე 14 წელია, აქ ვმსახურობ.

36 წლისა დავქორწინდი. გურული ქალი მყავდა ცოლად. კარგა ხანს ვერ შეეგუა ჩემს ანაფორას - XX საუკუნის დამლევია, რაღა დროს მღვდლობააო?! ღმერთი კი არ მოხუცებულა-მეთქი, ვუპასუხე... ერთხანს არც მარხვაში მიწყობდა ხელს, მერე ნელ-ნელა ყველაფერს შეეჩვია, ღმერთიც იწამა.ორი შვილი მყავს, ქალ-ვაჟი; ორივე მორწმუნეა.სხვათა შორის, დედაჩემი მღვდლის ქალი გახლდათ. მე რომ მაკურთხეს, ლოგინს იყო მიჯაჭვული. ანაფორითა და ჯვრით რომ დამინახა, მითხრა, - შვილო, თუ ხალხს ეყვარები, ბედნიერი იქნებიო.

კურიოზიო, მკითხეთ... კურიოზი მღვდლის ცხოვრებაში არც ისე ბევრია, უფრო შიშია, ღვთის შიში. თუმცა, როგორ არა, კურიოზებიც ხდება. ერთხელ მიცვალებულისთვის წესის ასაგებად წამიყვანეს. შევხედე, რაღაც კარგი ფერი აქვს ამ "მიცვალებულს", არადა, მეზობლები მიმტკიცებენ, სამი დღის გარდაცვლილიაო. ეჭვი შემეპარა, ცოცხალი უნდა იყოს-მეთქი. ყველანი გარეთ გავუშვი, რომ არ შეშინებოდათ, შემოვულაწუნე და... გაახილა ქალმა თვალები!ხმა გავარდა, მამა რევაზმა მკვდარი გააცოცხლაო... 1 წლის შემდეგ მაინც მომიწია მისთვის წესის აგება. ერთი კი ვიკითხე, დარწმუნებულები ხართ, რომ მართლა გარდაიცვალა-მეთქი?..

ერთხელ ერთმა კახელმა გლეხმა ბავშვების მოსანათლად პატარძეულში მიმიწვია. ორი მოხუცი მგალობელი მახლდა. ვენახში ვნათლავდი ბავშვებს. ის იყო, მოვრჩით ემბაზის გარშემო სიარულს და გალობას: "რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს" - რომ ვიღაცეები შემოცვივდნენ:- ამხანაგო, რა უფლებით შემოჭრილხართ აქო? - მეძგერნენ.- შემოჭრა რას მიქვია, ზელიმხანის ატრიადი კი არ მყავს, ეს ორი მოხუცებული მახლავს-მეთქი.მასპინძელი ძალიან გაბრაზდა. შემეშინდა, ჩხუბი არ აეტეხა და დავამშვიდე:- ურწმუნო ქართველი სად გინახავს, ესენიც ღმერთის გამოგზავნილები არიან-მეთქი.როგორც იქნა, შევარიგე. ბოლოს სუფრაზეც დაგვეწვივნენ, თან - აქ არ გინახივართო, - გაგვაფრთხილეს. რომ დავლიეთ - საერთოდ, ბევრს არ ვსვამ, მაგრამ ცოტ-ცოტას გეახლებით ხოლმე, "ღვინო ახარებს გულსა კაცისასა" - "ზელიმხანის ატრიადზე" ეცინებოდათ...

ადრე მღვდლის მანქანას ყოველ კუთხეში აჩერებდნენ, ახლა წესიც რომ დაარღვიო, გაგიშვებენ. დიდება უფალს, ხალხის ფერისცვალებას რომ მოვესწარი!ისიც მიხარია, "ვარდების რევოლუცია" უსისხლოდ რომ მოხდა, პრეზიდენტიც რომ კაცურად წავიდა... ღმერთმა ქნას, ახალი ლიდერები თავიანთ ამბიციებს შეელიონ, ჭეშმარიტად გაერთიანდნენ.როცა წირვაზე მსხვერპლშეწირვა აპოგეას აღწევს და მღვდელი იჩოქებს, იგი ყველაზე დიდ გულისტკივილზე ლოცულობს... მეც ვლოცულობ: უფალო, განანათლნე თვალნი მათნი, გონება მათი, ერთი კაცის სისხლადაც არ ღირს არც სკამი და არც სხვა რამ-მეთქი... ღმერთმა ისმინოს ჩემი, მთელი ჩემი მრევლისა და მთელი საქართველოსი, ამინ!

ესაუბრა მარი აშუღიშვილი.

კარიბჭე 1

2004 წ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი ისე იოანე ზედაზნელის მოწაფე და თანამოღვაწე გახლდათ. ერთხანს ზედაზნის მონასტერში ცხოვრობდა, შემდეგ კი - წილკნის საეპისკოპოსო კათედრას განაგებდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat