მოზარდს აუცილებლად უნდა მივცეთ იმდენი სულიერი საზრდო, რამდენსაც დაიტევს
მოზარდს აუცილებლად უნდა მივცეთ იმდენი სულიერი საზრდო, რამდენსაც დაიტევს
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:
-ბავშვების რელიგიური აღზრდა მეტად საფრთხილო საკითხია. ხშირად არის, როდესაც მშობელი პატარა ბავშვისგან იგივეს ითხოვს, იმგვარ რელიგიურ სიმაღლეს, რასაც დიდ ზრდასრულ ადამიანს მოეთხოვება, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩემი სამღვდელო გამოცდილებით მინდა გითხრათ, რომ ბავშვები, რომლებიც ძალდატანებით ჰყავთ ლოცვის დროს ეკლესიაში, აქ იგულისხმება ბავშვი, როცა დედას ან მამას ვერ უწევს წინააღმდეგობას და მთელი ორი ან სამი საათი, ცისკრის მსახურებაზე დგას. მითუმეტეს ძველი ქართული გაუგებარია, ამიტომაც ბავშვებისთვის ეკლესია იქცევა შეზღუდვისა და ტანჯვის ადგილად. ეს ფსიქოლოგიური საკითხია და მეტად აზიანებს ბავშვის რელიგიურ გრძნობას. მოზარდს აუცილებლად უნდა მივცეთ იმდენი სულიერი საზრდო, რამდენსაც დაიტევს და გადაამუშავებს მისი სულიერი შესაძლებლობა. ზრდასრულ ასაკში როცა ასეთ არასწორ რელიგიურ აღზრდაში ექცევიან, უფლის უარყოფამდეც მიდიან.

ეს ბავშვობის დროინდელი ტრამვაა, რომელიც სიკეთისა და რელიგიურობის მომიზეზებით მისცა მშობელმა. ბევრ ახალგაზრდას ვიცნობ, რომლებიც ბავშვობიდან დაჰყავდა მშობელს ეკლესიაში, ახლა კი ისინი ეკლესიას გაემიჯნენ. მიზეზი მარტივია...ადამიანს, თუნდაც ზრდასრულს, ისეთი ტიპიკონი უნდა ჰქონდეს, რამდენსაც იტვირთებს. განსასაზღვრია ადამიანის სულიერი შესაძლერბლობები.


***
ხშირად ჩვილი ბავშვების ზიარების დროს მოძღვარს კითხვაც კი დაუსვამს: გუშინ ლოცვაზე გყავდა? სახარება მოასმენინე? ჩვილ ბავშებთან მსგავსი მიდგომა ხშირად იწვევს ისეთ სირთულეებს, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალეთ. ესე იგი ჩვენც სულიერი მოძღვრები ვუშვებთ შეცდომებს მოზარდების რელიგიურ აღზრდაში და ძირითადი პასუხისმგებლობა ათი ეკლესიიდან დაკარგვისა ჩვენზე მოდის, რადგანაც ეკლესიაში მასწავლებელი მოძღვარია.

ზიარების დროს ჩვილი ბავშვების წირვაზე მიყვანა საქართველოში ადრეულ საუკუნეებში ასე ხდებოდა: ერთი დიაკონი ცალკე იზოლირებულ სტოაში უვლიდა აკვნებში ჩაკრულ ბავშვებს და მშობლები წირვებს ესწრებოდნენ, რათა ბავშვების ტირილს მლოცველთა სულიერი სიმშვიდე არ დაერღვიათ. ძველ საქართველოში ეს ერთგვარი კულტურა იყო. დღეს ბავშვები ზიარების მიწურულს შეიძლება მვიყვანოთ და აუცილებლად ვაზიაროთ, აუცილებელი არ არის, რომ თავიდანვე ორი ან სამი საათი მოზარდი ეკლესიაში დავაყენოთ, რადგანაც პატარები ვერ უძლებენ მსგავს დატვირთვას. ეკლესიაში თუ არის საშუალება და დამატებითი შენობა, რომ ბავშვები იქ გაართონ და თან ლოცვაც ესმოდეთ, ეს იდიალური გარემოა სწავლა თამაშის პროცესში.

უფრო უყვარდებათ ბავშვებს ეკლესია და ის გარემო, რომელიც მის ნეოფიტურ ფსიქიკას მორგებული იყო. მამა შალვა კეკელიას ეკლესიაში, ვაკეში არის მსგავსი გარემო, რაც მეტად სასიამოვნო და სასარგებლოა ბავშებისთვის.თან მშობლებიც ისმენენ მსახურებას, რომელიც არა მარტო გახმოვანებულია, არამედ მისი ტელე ჩართვაც მიმდინარეობს. არის შემთხვევები, როცა ბავშები ლოცვით იწყებენ საუბარს და ეს სწორედაც ამგვარი გარემოს დამსახურებაა. მაცხოვარი ბავშებზე ასე ამბობს,როცა მოციქულები აყენებდა მათ, რათა არ შეეწუხებინათ დიდი მოძღვარი: "მოუშვით ჩემთან, რამეთუ ეგე ვითართა არს სასუფეველი ცათა".


ბეჭდვა
1კ1