ათონის წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა
ათონის წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა
წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა პეტრე ათონელია, რომელიც განდეგილური ღვაწლით გამოირჩეოდა, ხოლო კინოვიის (კინოვია-საერთო საცხოვრებელი მონასტერი, რომლის სათავეშიც დგას იღუმენი. იღუმენს ირჩევენ თვითონ ძმები და არავის აქვს მისი გადაყენების უფლება. კინოვიური ტიპის მონასტრებში ძმებს აქვთ საერთო ტრაპეზი, საერთო და ყველასთვის სავალდებულო ღვთისმსახურება, საერთო საკუთრება. ხოლო იდიორიტმული მონასტრებში , რომელიც ათონის მთაზე ამჟამად აღარ არსებობს არა ჰყავთ იღუმენი და თითოეული ძმა ცხოვრობს თავისი განაწესით, თვითონ ზრუნავს საკუთარ თავზე.) დამაარსებელი ღმერთშემოსილი მამა ათანასე ათონელია, რომელმაც წმინდა იმპერატორ ნიკიფორე ფოკას (ბიზანტიის იმპერატორი 963-969 წლებში) შეწევნით აღაშენა დიდი ლავრა წმინდა მთაზე. ისარის ქტიტორი ამ უდიდესი მონასტრისა. იქ, ათონზე, ღმერთს მამები დაუდუმებელად განადიდებენ. განსაკუთრებულად პატივცემულია წმინდა მთის იღუმენია დედა ღვთისმშობელი, რომელმაც თავად დაარსა ათონი და როგორც საეკლესიო გარდამოცემა გვამცნობს, როდესაც ფეხი დაადგა ღვთისმშბელმა წმინდა მთაზე წარომოთქვა სიტყვები "ესე არს სამყოფელი ჩემი". ათონი არის ადგილი, რომელიც ზეცას წვდება. ბერი იოსებ ისიქასტი ამბობს: მონაზვნის ბაგეებსა და გულს უფლის ლოცვა არ უნდა შორდებოდეს. წმინდა იოსებ ისიხასტის სულიერი შვილი, ბერი ეფრემ ფილოთეველი გადმოგვცემს თუ როგორი ასკეტიზმით გამოირჩეოდა მამა იოსები და როგორ ითხოვდა სულიერი შვილებისაგან დაუდუმებელ და მუდმივ ღვაწლს: ჩვენთან მონასტერში ყოველდღე ღამისთევა გვქონდა . ეს ჩვენი წესი იყო. ბერი მოითხოვდა, რომ სისხლის დათხევამდე გვებრძოლა ძილისა და უწმინდური გულის სიტყვათა წინააღმდეგ (გულის სიტყვები ვნების ძირითადი საწყისია).თავად სიბნელეში მღვიძარებდა თავის კელიაში, განუყრელ თანამგზავრთან, დაუცადებელ შინაგან ლოცვასთან ერთად. ბერი იოსები ამბობს, რომ შინაგანი ლოცვა ჩემთვის ისეა, როგორც ხელობა ყოველი კაცისთვის, რადგან აგერ უკვე ოცდათექვსმეტ წელზე მეტია, რასაც მასზე ვშრომობ. როცა მთაწმიდაზე ავიდა წმინდა იოსები ძებნა დაუწყო მეუდაბნოე მამებს, რომლნიც ლოცვაში იწვრთნებოდნენ. ბერი ამბობს, რომ : "ჩვენს დროში ორმოცი წლის წინ, ბევრი იყო ისეთი, შინაგანი ცხოვრება რომ ჰქონდა. მათგან ავირჩიეთ სულიერი მამა და ისინი იყვნენ ჩვენი მასწავლებლები.
ბეჭდვა
1კ1