ბერული ცხოვრების სურვილი პირველად 12 წლის ასაკში გამიჩნდა
ბერული ცხოვრების სურვილი პირველად 12 წლის ასაკში გამიჩნდა
სარკინეთის მონასტრის წინამძღვარი მღვდელ-მონაზონი ანუბი (მენაღარიშვილი) :
-მამაო, თქვენ როგორ მოხვედით მონასტერში, როგორ დაიწყეთ ბერული ცხოვრება?

- მონასტრული ცხოვრება ბავშვობიდან მიზიდავდა და მაინტერესებდა. მონასტერში დავდიოდი. წარმოშობით ქუთაისიდან ვარ. მოძღვარი ბერი მყავდა და მისი ცხოვრება გახდა ჩემი ცხოვრების მაგალითი. ამ გადმოსახედიდან ბავშვური იყო ჩემი სურვილებიც და შეხედულებებიც. ბერული ცხოვრების სურვილი პირველად 12 წლის ასაკში გამიჩნდა, დროის გასვლასთან ერთად სულ უფრო მწიფდებოდა და არ ნელდებოდა. 16 წლის ვიყავი როცა ძამის ხეობაში რადგან ბავშობიდანვე ვიცოდი ეს ადგილი, ბევრი მსმენოდა აქ არსებული მონასტრული ცხოვრების შესახებ. შეიძლება ითქვას მე გამიმართლა და პირველივე დღეებიდან მეუფე იობის მორჩილებაში აღმოვჩნდი.ფაქტიურად სულიერ აკადემიაში მოვხვდი. მეუფე იობს გადამდები შემართება აქვს, მისმა პირადმა მაგალითმა და ცხოვრების წესმა განაპირობა ჩემი და მრავალი აქ მოღვაწე ბერის სურვილი მონასტრული ცხოვრებისა.

შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობიდან ძალიან აქტიურად ვკითხულობდი თქვენს ჟურნალს "კარიბჭეს". დღეს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ მიიტან ადამიანების გულებამდე სწორი ცხოვრების მიმართულებას, თქვენ ამას მუდმივად ახერხებდით.

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1