თუკი ბერმონაზვნობა ან მონასტრული ცხოვრება დასუსტდება, ეს იგივეობრივად აისახება ეკლესიაზე და ერის ცხოვრებაზე
თუკი ბერმონაზვნობა ან მონასტრული ცხოვრება დასუსტდება, ეს იგივეობრივად აისახება ეკლესიაზე და ერის ცხოვრებაზე
საქართველო- აზერბაიჯანის საზღვარზე, წითელ ხიდზე მდებარე მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი მამა ანდრია (ორმოცაძე):
-ეკლესია სულიწმინდის მიერ მართული და დაფუძნებული მოღვაწე ადამიანების კრებულია, რომლებიც უფალს ადიდებენ, სწამთ და მოღვაწეობენ. ფრონტის წინა ხაზზე სწორედაც რომ ბერები და მონაზვნები არიან. უპირველეს ყოვლისა სწორედ მათ ებრძვის ბოროტი ძალა. თუკი ბერმონაზვნობა ან მონასტრული ცხოვრება დასუსტდება იგივეობრივად აისახება ეკლესიაზე და ერის ცხოვრებაზე, ამდენად, მნიშვნელოვანია ბერმონაზვნობის არსებობა კაცთა მოდგმის კეთილდღეობისთვის. როგორც წმინდა პაისი მთაწმინდელი ბრძანებს, მონაზვნები არა მარტო ფანრები არიან ქუჩაში რომ ანათებენ, რათა კაცმა არ წაიბორძიკოს, არამედ შორს კლდეზე მდგარი შუქურები, რომელთა მეშვეობით გემები გზას პოულობენ აზვირთებულ ზღვაში და ნავსაყუდელს ნახულობენ. მათი ლოცვით აღესრულება ის, რაც ადამიანური ძალებით მიუღწეველია. "მდიდარს ძალი ლოცვისა ხოლო უკეთურ გაშვენებულ არს მარხვითა მით უფრო ის განაძლიერებს სულსა", -ბრძანებს წმინდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი. რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა გვირგვინი მონაზვნური ცხოვრებისა არის სიმდაბლე,-ბრძანებს უფალი. ისწავლე ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა. მონაზვნობა ეს არის ანგელოზთა ცხოვრების წესის მიმბაძველობა, რადგან ამ დედამიწაზე ისე არაფერი არ განასახიერებს ანგელოზს, როგორც მონაზვნობა თავისი აღთქმებით. ანგელოზებრივი ცხოვრების წესი ადამიანური ბუნებით აღესრულება, რადგან ესეც კი ეწოდება ზეცისა კაცნი და ქვეყანისა ანგელოზნი.
ბეჭდვა
1კ1