წადი შვილო, შემიწირია შენი თავი ღმერთისთვის და ხალხისთვისო. სადაც შენ იქნები ბედნიერი იქ ვიქნები მეც შენთან ერთად ბედნიერიო
წადი შვილო, შემიწირია შენი თავი ღმერთისთვის და ხალხისთვისო. სადაც შენ იქნები ბედნიერი იქ ვიქნები მეც შენთან ერთად ბედნიერიო
აი უკვე 8 წელმა განვლო, რაც ღვთის დიდი სიყვარულით შევუდექი ბერობის გზას, გზას ეკლიანს და გოლგოთისას, თავისი მძიმე ჯვრით, მაგრამ ამ გზას მიადვილებდა და ჯვარს მიმსუბუქებდა ჩემი ზეციური მფარველი - დედა ღვთისმშობელი და წმინდა ანტონი მესხი, ვის სახელსაც ვატარებ ჩემდა უღირსებით.
თუმც მიწიერი დალოცვაც მინათებდა გზას და ეს დალოცვა იყო საკუთარი დედისგან, მე მას როცა ვუთხარი ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ანუ ბერად აღკვეცაზე, მან დამისვა ასეთი კითხვა: დედი შენ მაგ გზაზე იქნები ბედნიერიო ??? (თუმც, რაღა დაგიმალოთ და მისგან როგორც დედისგან ველოდი ამ გზის არჩევის უფრო მკაცრ შეფასებას, რადგან მოგეხსენებათ, ყველა დედას უნდა საკუთარი შვილის ბედნიერება სხვა კუთხით ნახოს) და მე როცა ვუთხარი მას, დედა მე ჩემ თავს სხვაგან ბედნიერს ვერ ვხედავ მეთქი, მან მშვიდად მიპასუხა: წადი შვილო, შემიწირია შენი თავი ღმერთისთვის და ხალხისთვისო. სადაც შენ იქნები ბედნიერი, იქ ვიქნები მეც შენთან ერთად ბედნიერიო.
შემაწიეთ ლოცვა, ყველას გთხოვთ, რომ ამ გზას არასდროს ავცდე და ვუერთგულო იმ აღთქმებს რასაც ღვთის და ადამიანის სიყვარულით შევუდექი.

არქიმანდრიტი ანტონი (კანდელაკი) - საფრანგეთის წმინდა თამარ მეფის ტაძრის წინამძღვარი.
ბეჭდვა
1კ1