ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე - მონაზვნური ტრადიცია, მისი მნიშვნელობა თანამედროვე მონასტრებში
ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე - მონაზვნური ტრადიცია, მისი მნიშვნელობა თანამედროვე მონასტრებში
ათანასე (ნიკოლაუ), ლიმასოლის მიტროპოლიტი, კვიპროსი

თემა, რომელიც მე შემომთავაზეს, შემდეგია: მონაზვნური ტრადიცია და თანამედროვე მონასტრები. ჩვენ უნდა დავაზუსტოთ,თუ რას ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ: მონაზვნური ტრადიცია. შეიძლება ითქვას, რომ თითოეულ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას და წმინდა ათონის მთას აქვს თავისი ადგილობრივი ტრადიციები, რომლებიც ეხება როგორც მოძღვრებით, ასევე განსაკუთრებით მონაზვნურ სფეროს. თუმცა მონაზვნური ტრადიციის მნიშვნელობა და აზრი ყველასათვის ერთია. თვით სიტყვა: "გარდამოცემა" ბერძნულში აღნიშნავს ისეთ რამეს, რასაც ჩვენ ვღებულობთ და გადავცემთ შემდგომ თაობებს. ეს სიტყვა მომდინარეობს ზმნიდან, რომელიც ნიშნავს: ვიღებ ერთისგან და გადავცემ მეორეს. ამგვარად, "გარდამოცემა", ანუ გადაცემა, მონაზვნური ტრადიციისა თაობიდან თაობაში არის ადამიანის განღმრთობის ხელოვნების გადაცემა.

ცნობილია, რომ ღირსი მამები განასხვავებენ სულიერი ცხოვრების სამ ფორმას, სამ საფეხურს: განწმენდა, განათლება და განღმრთობა. და თითოეული ადამიანის მიზანი, განსაკუთრებით კი მონაზვნისა, არის ის, რომ გაიაროს ყველა ეს სამი საფეხური და გახდეს ღირსი იმისა, რომ ქრისტე ჩამოვიდეს მასთან და დამკვიდრდეს მასში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიაღწიოს განღმრთობის მდგომარეობას, გახდეს ღვთის თანაზიარი ხატებითა და მსგავსებით, რომ მთელი მისი ცხოვრება ჰგავდეს ქრისტეს ცხოვრებას. მაგრამ რადგანაც თითოეული ადამიანი უნიკალურია და განუმეორებელი და არავინაა ისეთი, ვინც იქნებოდა მეორე ადამიანის კლონი, ამიტომაც განწმენდის, განათლებისა და განღმრთობის გზა თითოეულს თავისი აქვს, განუმეორებელი. ამიტომაც ჩვენი ეკლესიის წმინდა მამებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ იმას, რომ ყოველი ადმიანისთვის, რომელიც ამ გზაზე დადგა, შეენარჩუნებინათ თითოეული მათგანის მისწრაფება.

მიუხედავად იმისა, რომ მონაზვნობა საყოველთაო საქმეა, ის მოძღვარს აძლევს იმის საშუალებას, რომ მართოს თითოეული სული, რომელიც მის ხელთ არის გადაცემული, განსაკუთრებული და განუმეორებელი სახით, იმგვარად, რომ არ დააკნინოს ადამიანის პიროვნების განუმეორებლობა. ამიტომ მონაზვნური ცხოვრებაც არ შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ფორმალურ კანონებს, რომლებიც წიგნებშია ჩაწერილი, ან მონაზვნური წესების შესწავლას ცოცხალი სულიერი მოძღვრის, ანუ წინამძღოლის, გარეშე, რომელიც გააზრებულად, თითოეული ადამიანის გათვალისწინებით დაეხმარებოდა ადამიანს განღმრთობის გზაზე სიარულში. თქვენი ტრადიციითაც და სხვა ეკლესიების ტრადიციითაც, ყველგან მონაზვნობა - ეს არის, პირველ რიგში, ინსტიტუტი, რომელიც დაფუძნებულია სულიერ წინამძღოლობაზე, ანუ, როგორც ჩვენ მივეჩვიეთ ვუწოდოთ, ბერმოძღვრობაზე. ეს ინსტიტუტი არის მონაზვნობის პრაქტიკული მხარის არსიც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მონაზვნობა სულიერი მოძღვრის გარეშე, ბერმოძღვრის (старец) გარეშე, უბრალოდ არ არსებობს.

ჩვენ შეგვიძლია, შევუთავსოთ ჩვენი ცხოვრება საეკლესიო მონაზვნურ კანონიკურ წესდებებს, შეგვიძლია დავწეროთ ათასობით სხვა ახალი წესი და კანონი, მაგრამ ცხოვრება ამ ორგანიზმის შიგნით, მონაზვნური ტრადიციის შიგნით, შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ იქ არის სულიერი მამა, სულიერი მოძღვარი. მე ჩემი ასაკის წყალობით მოვასწარი, მეცხოვრა წმინდა ათონის მთაზე იმ დროს, როცა ათონი განიცდიდა დიდ დაღმასვლას, როცა საკმარისად არ იყვნენ მონაზვნები, ბევრი იმასაც კი ფიქრობდა, რომ ათონის წმინდა მთას ბოლო მოეღო. მაგრამ შემდეგ ღვთიური განგებითა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით წმინდა მთა გაივსო მრავალი ახალმოსული მონაზვნით.

თუ ამას ადამიანური თვალსაზრისით მივუდგებით, შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ წმინდა მთის აღმასვლა, რა თქმა უნდა, ღვთის განგებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვის გარდა, შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმის წყალობით, რომ ათონზე იყვნენ ღვთივგანბრძნობილი და გამოცდილი ბერმოძღვრები, მონაზვნური ცხოვრების მასწავლებლები. ვფიქრობ, რომ თქვენ გსმენიათ მათ შესახებ. ჩვენ კი არა მარტო გვსმენია, არამედ ურთიერთობის პირადი გამოცდილებაც გვქონდა და ვცხოვრობდით ამ თანამედროვე მოღვაწეებთან, ათონის მთის თანამედროვე წმინდანებთან. მე ვგულისხმობ ბერმოძღვარ პაის ათონელს, ბერმოძღვარ ეფრემ კატუნაკელს, ბერმოძღვარ პორფირე კავსოკალიველს და უფრო ადრინდელებს, როგორიცაა იოსებ ისიხასტი. შეუძლებელია ჩამოთვალო ყველა დიდი მოღვაწე. ზოგიერთი მათგანი ახლაც ცოცხალია.

ამ ადამიანებმა, რომლებსაც, მიუხედავად იმისა, რომ უმეტესწილად არ ჰქონდათ საერო განათლება, შეძლეს, რომ სამყაროსთვის დაენახებინათ მონაზვნობის ჭეშმარიტი აზრი და დანიშნულება. მათ გვიჩვენეს, რომ ადამიანს შეუძლია გახდეს ჭეშმარიტი შვილი, ღვთის ძე. თავისი წმინდა ცხოვრებით მათ გვაჩვენეს, რომ ყველაფერი, რასაც მაცხოვარი ამბობს სახარებაში, ყველაფერი, რაც აღგვითქვა, ყველაფერი, რასაც წმინდანთა ცხოვრებებში ვკითხულობთ, შეიძლება გახდეს რეალობა, შეიძლება ხდებოდეს ჩვენს დროში. აი, რას ნიშნავს მონაზვნური გარდამოცემა, ტრადიცია, სწავლება და სულიერი მამის მოღვაწეობა თავის მოწაფეებთან ერთად, თავის მორჩილებთან ერთად, იქამდე, სანამ ქრისტე არ დამკვიდრდება მათში და გარდაქმნის მათ ცხოვრებას. აი, ეს _ ღირსეული და სანატრელი მამების ყოფნა მოწაფეებთან ერთად _ არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ დამტკიცდეს მონაზვნური ტრადიციის ჭეშმარიტება და შეუცვლელობა, რადგან სიწმინდე მონაზვნური ცხოვრების საუნჯეა.

მაგრამ არის სხვა შემადგენელი ნაწილიც: ამ მონაზონთა სულიერი შვილები არიან თანამედროვე ადამიანები, ინტერნეტის, ფეისბუქის შვილები, კოკა-კოლას შვილები. და ხდება ისე, რომ ეს ადმიანები დღეს მოდიან მონაზვნობაში და ბერმოძღვრებს, წმინდა მამებს, ნამდვილად შეუძლიათ, ჩაასხან ახალი ღვინო მათ ძველ ტიკებში. ეს ღვინო ყოველთვის ახალია, იგი არ ძველდება იმიტომ, რომ ქრისტე ყოველთვის ერთი და იგივეა მიუხედავად ეპოქათა განსხვავებისა. ქრისტე ერთი და იგივეა ყველა ეპოქაში, და მიუხედავად ეპოქათა და დროის განსხვავებისა, მონაზვნობის არსი, მონაზვნური ცხოვრების არსი, უცვლელი რჩება წაარსულშიც და აწმყოშიც. ეს საიდუმლოა. ბერმოძღვარსა და მოწაფეს შორის დამოკიდებულება წარმოადგენს რაღაც საიდუმლოებას, რადგან მათ შორის წარმოიშვება განსაკუთრებული სულიერი კავშირი; რადგან მამა შემთხვევით არ არის მამა, ის სულიერად შობს სულიერ შვილს. ჩვენთვის მამებიარიან ნიშანი და ათვლის წერტილი, თუ როგორ გავყვეთ გარდამოცემას.

საინტერესო წარწერა არის წმინდა ათანასე ათონელის ხატზე, რომელიც იყო ქტიტორი, ათონის წმინდა მთაზე დიდი ლავრის დამაარსებელი: თუ გსურთ, მამა მიწოდოთ, მიჰბაძეთ ჩემს სიტყვებს და ჩემს ცხოვრებას და ჩემს საქმეებს. ამიტომ ჩვენ მოწოდებულნი ვართ, მივბაძოთ ცხოვრებას, სიტყვებს, ყველაფერს, რაც გვასწავლეს ჩვენმა წმინდა მამებმა, მოძღვრებმა. მხოლოდ ამგვარად გვეძლევა უფლება, ვთქვათ ის, რასაც ხშირად ვიმეორებთ ეკლესიაში: ლოცვითა წმინდათა მამათა ჩვენთა (ამ ლოცვაში იგულისხმება პირადი მოძღვარი და ის მამები, რომლებსაც იცნობ და იმედოვნებ, და არა წმინდა მამები. (მთრგ.)). და როგორც იცით, ჩვენი მამების ლოცვის მოხმობა - ეს არის ის, რაც ჩვენ გვიცავს ჩვენი ცხოვრების ყოველ ნაბიჯზე.

დასასრულს, მინდა მოვიყვანო ჩემი მარადსახსენებელი ბერის წმინდა მამებისეული სიტყვა, რომელსაც ყოველთვის ამბობდა: სხვადასხვა წმინდანი სხვადასხვა პირობას აყენებდა მონაზვნური ცხოვრების გზის გასავლელად. როცა ერთ მათგანს ჰკითხეს, თუ ვინ არის სრულყოფილი მონაზონი, მან უპასუხა: ჭეშმარიტი მონაზონი არის ის, რომელსაც ქრისტეს გარდა არაფერი გააჩნია ამქვეყნად. და ჩემი მოძღვარი ამბობდა, რომ მის სულში ამ სიტყვებმა ჰპოვა ნოყიერი ნიადაგი. ვფიქრობ, რომ ეს სიტყვები ყველაზე უკეთ გამოხატავს მონაზვნობის არსს და მონაზვნური ტრადიციის ხასიათს.

თარგმნა: არქიმანდრიტმა დოროთემ (ყურაშვილმა)
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.10.2022
ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):
16.09.2022

"შიომღვიმის ტიპიკონის" სახელით მეცნიერებაში ცნობილია პერგამენტზე შესრულებული ხელნაწერი საბაწმიდური ტიპიკონისა
13.11.2021
ქვიშხეთის აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დედა ანთია (თავართქილაძე).
- მონასტერში ადამიანი ღვთის მოშიშებითა და კრძალვით უნდა მოდიოდეს, რათა აქედან მადლი წაიღოს.
22.10.2021
გვესაუბრება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის (სემინარიის) III კურსის სტუდენტი, ბერდიაკონი შიო (შველიძე):
09.02.2021
ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად.
11.09.2020
1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა.
28.07.2020
წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა პეტრე ათონელია, რომელიც განდეგილური ღვაწლით გამოირჩეოდა,
10.06.2020
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი,
25.04.2020
ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს.
02.11.2019
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler