წმინდა მამები ამბობენ, ბოლო ჟამს ღვაწლი არ იარსებებს, ერთადერთი, დათმენა გადაგვარჩენსო
წმინდა მამები ამბობენ,  ბოლო ჟამს ღვაწლი არ იარსებებს, ერთადერთი, დათმენა გადაგვარჩენსო
ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

-უფლისა არს ქვეყანა და ყოველი დამკვიდრებული მას შინა. ყველა ბერი და მონაზონი დედის მუცლიდან არის დანიშნული. რაც არ უნდა მოხდეს ადამიანის ცხოვრებაში, თუ ღმერთს ამორჩეული ყავს ამ გზისთვის, ის მაინც მოვა და ამ გზას შეუდგება. წმინდა მამები ამბობენ,  ბოლოჟამს ღვაწლი არ იარსებებს, ერთადერთი დათმენა გადაგვარჩენსო. როცა წმინდა იოანე ღვთისმეტყველი გადიოდა ამქვეყნიდან მისი მეწაფეები ეუბნებოდნენ, ჩვენ რა ვქნათ: ერთმანეთი გიყვარდეთო.  სიყვარული ყველაფერს დაფარავს.  ღმერთი არსად არავის უხილავს, გიყვარებოდეთ ურთიერთარს, რამეთუ ქრისტე სიყვარული არს და ქრისტე არს ჩვენ შორის. სიყვარული დაფარავს ცოდვათა სიმრავლეს. შიყვარული, რომელიც არ მაღლოის არ შურს, არ განლაღდება, არ ეძებს თავისას, სიყვარული არასადა დავარდება, სიყვარული დაფარავს ცოდვათა სიმრავლეს. მონასტერში თითოეული წევრი  მონასტრის წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით, ტიპიკონის მიხედვით ცხოვრობს და ის უკვე ღვაწლშია.

ღვაწლშია როცა დატოვა მან საერი ცხოვრება და მთლიანად უფალს მიუძღვნა თავი. მონასტერში და ამ გზაზე მდგომი ადამიანი მთლიანად უარყოფს საერო ცხოვრებას, ყველაფერს ტოვებს. ვინც არ დატოვოს დედა, მამა, შვილი, ღვთისთვის, ჩემი სახელისთვის ის არ არის ჩემი ღირსიო, ამბობს უფალი.. მონაზვნური ღვაწლი  რჩეულთა ხვედრია, მადლი გადმოდის ადამიანებზე.  ისინი უფალმა გამოარჩია. მონასტრის წევრს შეიძლება თავიდან გათვითცნობიერებულიც არ აქვს, თუ რა ელოდება მას. ერთმა წმინდა მამამ ბრძანა: - რომ იცოდეს ადამიანებმა რა ელოდება მას ამ გზაზე, შეიძლება ასიდან ასივემ უარი თქვას, შეშინდეს, მაგრამ რომ იცოდეს რა  ელოდება შემდეგ მას სასუფევლში თუ როგორი დიდია ნაყოფი, უკვე რაც ელოდება ღირსეული ბერის და მონაზვნის მდგომარეობას სასუფეველში, მაშინ ყველა მოინდომებდა და ასივე შეუდგებოდა ბერმონაზვნური ცხოვრების ღვაწლს. 

თავიდან ის ბრძოლებიც არ ეშვება ბერზე და მონაზონზე. როგორც იოსებ ისიხასტი ამბობს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში  უფლის მადლი იფარავას ყველა ამ გზაზე შემდგარ ახალ მოსულს, რათა  დაბრკოლება არ შეექმნას, არ დატოვოს ეს გზა. ბერმონაზვნები აღთქმას  ვდებთ ღვთის წინაშე. აღკვეცის დროს ასეთ სიტყვებს ამბობს აღმკვეცელი: რაისათვის მოსულხარ ძმაო, გნებავს განშორება სოფლისგან? დაითმენ იმ ჭირს, იწროებას, დევნას, შიმშილს, სიცივეს?-ჰე, ღვთისა ძალითა,-პასუხობს მონაზნური. აღკვეცის დროს უხილავად უფალი ბრძანდება, ღვთისმშობელი, უფლის ანგელოზები და თითოეულის აღსაკვეცის ნათქვამი სიტყვა იწერება და ინიშნება უფლის ანგელოზების მიერ.



ბეჭდვა
1კ1