ღვთისგან შეწევნა რომ ვიგრძნოთ, ჩვენზეც ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული
ღვთისგან შეწევნა რომ ვიგრძნოთ, ჩვენზეც ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული
ქვიშხეთის აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დედა ანთია (თავართქილაძე).
- მონასტერში ადამიანი ღვთის მოშიშებითა და კრძალვით უნდა მოდიოდეს, რათა აქედან მადლი წაიღოს.

ისეთ დროს ღებულობს ადამიანი მადლს, რომ შეიძლება გაგვიკვირდეს. მონასტერში ზოგიერთი ინტერესის გამოც მოდის. ასეთი კატეგორიის ადამიანი აქედან უფრო ნაკლებს წაიღებს. ხოლო როცა გულით და კრძალვით მოდის, მონასტრიდან ბევრ ღვთისთვის სათნო თვისებებს შეიძენს. მონასტერმა ადამიანებს პირველ რიგში სიყვარული უნდა დაანახოს. ჩვენი ცხოვრების წესიც უსასრულო შენდობა უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ყველა შენდობას ვითხოვთ ღვთისგან.

ამ წესით თუ ვიცხოვრებთ ადამიანებს გული გაუთბებათ და შევასრულებთ უფლის სიტყვებას - "ურთიერთარს ტვირთი იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესიო". ღვთისგან შეწევნა რომ ვიგრძნოთ ჩვენზეც ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. მართალია, ბევრი ადამიანი ცხოვრობს ეკლესიურად და მას ხშირად ვერ მოემართება ხელი, რის შემდეგაც დრტვინვას იწყებს ხოლმე. ამას სხვადასხვა ახსნა მოეძებნება.

ზოგჯერ ხდება იმიტომ, რომ ადამიანმა უფრო მეტი ილოცოს. ზოგჯერ კიდევ არ უსრულებს მაშინვე სურვილს იმის გამო, რომ მალე ავიწყდება უფალი და შეიძლება კვლავ უფრო დიდ ცოდვაში აღმოჩნდეს. Gგანსაცდელი ყოველთვის შენდა საკეთილდრეოდ უნდა გამოიყენო. როცა განსაცდელს მადლიერებით დაიტევ, უფალი აუცილებლად განუგეშებს და დიდ სიხარულს მოგანიჭებს. თუმცა, სიხარულს შეიძლება მერე განსაცდელიც მოყვეს. როცა მადლიერების გრძნობა გვექნება ღთისგან არ გავიწირებით. თუ ადამიანი მორჩილებით ცხოვრობს, მადლს ყოველთვის შეიგრძნობს. მორჩილების გარეშე ცხონება შეუძლებელია. საკუთარი ნების დატევებით მიიღებ მადლს. უფლისგან წყალობა უნდა ვითხოვოთ და უფალმა თავად უწყის როგორ დაგვაჯილდოს. წინამძღვარმა პირადი მაგალითით უნდა უჩვენოს სხვას ცხოვრების წესი. მარტო საუბრებით და დარიგებებით შედეგს ვერ მიაღწევს.

წინამძღვარმა პირველ რიგში საკუთარი თავის წინამძღვრობა უნდა შეძლოს და საკუთარ მეს გამოუცხადოს ბრძოლა. ყოველი მართლმადიდებელი უნდა ფიქრობდეს სულიწმინდის მადლის მოპოვებას. როცა ამას მივაღწევთ, მერე უნდა ვიფიქროთ მის შენარჩუნებაზე. ჩემი მოკრძალებული დარიგება იქნება, ვიყოთ დედა ეკლესიის წიაღში და სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით ვიაროთ. ეკლესია ის ერთადერთი ნავთსაყუდელია, რომელიც მიგვიყვანს სასუფევლის კარამდე. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ.
ბეჭდვა
1კ1