ღირსი იოანე ზედაზნელი სვიმეონ მესვეტის მოწაფე იყო
ღირსი იოანე ზედაზნელი სვიმეონ მესვეტის მოწაფე იყო
სირიაში წარმოიშვა ასკეტური ცხოვრების უკიდურესი ფორმა მესვეტეობა, რომლის დამკვიდრებაც სვიმეონ მესვეტის სახელს უკავშირდება. VII საუკუნის დასასრულს განდეგილთა რიცხვი უკვე მრავალ ათასს აღწევდა. ამიტომ 680 წელს, VI მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებითა და ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე პოგონატის დასტურით, სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტულ განდეგილ ბერებს საცხოვრებლად და სამოღვაწეოდ ათონის მთა გადაეცათ. ანაქორეტთა მრავალრიცხოვანი დასახლებები გაჩნდა სინაზე, შავ მთაზე, იერუსალიმის მახლობლად.

KARIBCHE KARIBCHE

ღირსი იოანე ზედაზნელი და ღირსი სვიმეონი


განდეგილობის დამკვიდრებას საქართველოში ასურელ მამათა შემოსვლამ მისცა დასაბამი. მათი სულიერი მოძღვარი, იოანე ზედაზნელი, სვიმეონ მესვეტის მოწაფე იყო. წმინდა მამები თავდაპირველად მცხეთის ახლოს, ზედაზნის მთაზე, დასახლდნენ და მთის მცენარეებით იკვებებოდნენ. მათი ასკეტური ყოფა მრავალი მორწმუნისთვის გახდა მისაბაძი და მალე ზედაზენზე განდეგილთა პირველი დასახლება გაჩნდა. რამდენიმე წლის შემდეგ ასურელი ბერები მამა იოვანეს დავალებით თითო მოწაფესთან ერთად მთელ საქართველოში მიმოიფანტნენ. რამდენიმე მათგანმა ხალხისგან მოშორებულ ადგილებში განაგრძო სულიერი მოღვაწეობა. განმარტოებით დასახლებულ მამათა წმინდა ცხოვრების ამბავი მალე გავრცელდა ხალხში და დაიწყო "რწმენით გამორჩეულთა" შეკრება მათ ირგვლივ. განდეგილურ ცხოვრებას ირჩევდნენ დიდგვაროვანნიც და მდაბიონიც. განსაკუთრებით ბევრმა განდეგილმა ბერმა მოიყარა თავი გარეჯის უდაბნოში, სადაც ასურელი მამა დავითი დასახლდა. მან დააწესა, რომ ახალმოსულებს კლდეში გამოკვეთილ სენაკში სამი წელი განმარტოებით უნდა ეცხოვრათ. ეს ერთგვარი გამოცდა იყო მათთვის. უდაბნოში დასახლების მსურველები ლოცვასა და მარხვაში ატარებდნენ დროს. მრავალი მათგანი გამოსაცდელი ვადის შემდეგაც განდეგილობას ირჩევდა და სიცოცხლის ბოლომდე თავის სენაკში რჩებოდა.
ბეჭდვა
1კ1