ღირსი ანდრია განდეგილი (XIII) - ხსენება 15 (28) მაისს
ღირსი ანდრია განდეგილი (XIII) - ხსენება 15 (28) მაისს
წმინდა ანდრია ეპირის დესპოტის მიქაელ II კომნენოსის მეფობის (1237-1271) დროს ცხოვრობდა. ქრისტეს სიყვარულისთვის დაუტევა ცოლი, ქონება და განმარტოებით დაიწყო ცხოვრება და სიცივეში, სიშიშვლეში, შიმშილში და წყურვილში ეზიდებოდა თავის ჯვარს. შემდგომში ის დაბრუნდა სამშობლოში და თავის ოჯახთან ახლოს ეტოლიისა და ევრიტანიის საზღვარზე მდებარე კალანის მთაზე დასახლდა. ის იქ სიცოცხლის ბოლომდე დაფარულად მოღვაწეობდა.
როცა მოსაგრის სული ზეცად აღიწეოდა, ანთებული სანთლები თვალის დამაბრმავებელი ბრწყინვალებით მიუთითებდა მისი მოღვაწეობის ადგილს. ეპირის ღვთისმოსავმა დედოფალმა ამის შესახებ რომ შეიტყო, მოინახულა წმინდანის კელია და იქ ეკლესიის აშენება ბრძანა წმინდა ანდრიას სახელზე.

ბეჭდვა
1კ1