ქრისტეს აღდგომით ნათელი გახდა კაცობრიობის საბოლოო ხვედრი
ქრისტეს აღდგომით ნათელი გახდა კაცობრიობის საბოლოო ხვედრი
ბერი ერმოალოსი ჭეჟია:
ქრისტე აღსდგა!

-გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ქრისტე აღსდგა! მეგრულად აღდგომას თანაფა (განთიადი)ჰქვია და მართლაც ქრისტეს აღდგომით ნათელი გახდა კაცობრიობის საბოლოო ხვედრი-ნაწილისთვის მარადიული სიცოცხლე, ნაწილისთვის მარადიული სიკვდილი. რწმენით აღვსილნი იმედით შეიარაღებულნი და სიყვარულით მცხოვრებნი ქრისტეს მიერ აღდგებიან და მარადისობას ეზიარებიან, ღვთისშვილების უფლებით, ნეტარებას მიიღებენ სამემკვიდრეოდ, ქრისტეს სიდიადის და სიყვარულის თანაზიარი გახდებიან, მასთან ერთად სამყაროს თამამმართველნი იქნებიან, ზეციურ იერუსალიმში დამკვიდრდებიან სამარადისოდ, ხოლო ვინც ურწმუნოებით, სასოწარკვეთილებით, სიძულვილით და მონანიების გარეშე იცხოვრა ყველა ამ სიკეთის გარეშე დარჩება, როგორც ერთი წმინდა მამა წერს:-"სიყვარულის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვით გამოწვეული დარდი ყველაზე საშინელ სასჯელზე უფრო მძიმეა". ალბათ ამ ცოდვის მარადიული შეგრძნება არის სწორედ ჯოჯოხეთის წამება.
წმ. ათონისმთა. საბერძნეთი. 11.04.2006.


ბეჭდვა
1კ1