ლაზარეს შაბათი - ეს არის კიდევ ერთი საოცარი გამოვლინება იმისა, თუ რამდენად დიდია და მოწყალე უფალი!
ლაზარეს შაბათი - ეს არის კიდევ ერთი საოცარი გამოვლინება იმისა, თუ რამდენად დიდია და მოწყალე უფალი!
იერუსალიმის ახლოს იყო სოფელი ბეთანია. იქ ცხოვრობდა ქრისტეს მეგობარი ლაზარე და მისი დები-მართა და მარიამი. ქრისტე ხშირად დადიოდა მათთან და მათი კეთილმსახურებისთვის უყვარდა ისინი. ერთხელ ლაზარე ძლიერ ავად გახდა; ეს ამბავი დებმა მაშინვე იესო ქრისტეს აცნობეს, მაგრამ ქრისტემ დაიგვიანა, და ამასობაში ლაზარე კიდეც მოკვდა და დაასაფლავეს. მეოთხე დღეს ლაზარეს სიკვდილისა და დამარხვის შემდეგ ქრისტე თავის მოწაფეებიანად მივიდა ბეთანიას.

მართა და მარიამი მწარედ ტიროდნენ. როცა ქრისტემ მტირალი დაინახა, ცრემლი მოერია, მაშინვე მივიდა ლაზარეს საფლავთან და ბრძანა საფლავისაგან ქვის გადაგორება. ლოდი გადააგორეს. უფალმა აღაპყრო თვალნი ზეცას და ილოცა.

მერე ხმამაღლა დაიძახა: "ლაზარე! გამოვედ გარე". ლაზარე აღსდგა და გამოვიდა საფლავიდან. მაშინ ბევრი ერწმუნა ქრისტეს.

"ლაზარე" ებრაული სახელია და ქართულად "ღვთის წყალობას" ნიშნავს. ლაზარე ბეთანიაში დაიბადა, იერუსალიმის მახლობლად. იგი მართასა და მარიამის ძმა იყო. უფალ იესო ქრისტეს ძლიერ უყვარდა მართალი ლაზარე და მას თავის მეგობარს უწოდებდა.

ბეჭდვა
1კ1