უფალი ამაღლებულია
უფალი ამაღლებულია
გთავაზობთ ბარაკონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ დავით გეგეშიძის ქადაგებების არქივს:
"დღეს არის მეორმოცე დღე ქრისტეს მკვდრეთით აღდგომიდან, ჩვენ გავხდით მონაწილე იმ დიდი ზეიმისა, რასაც ჰქვია ამაღლება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, დიდი ბრწყინვალე დღესასწაული. ჩვენ მოწმე გავხდით კიდევ ერთხელ შევხვედრილიყავით უფალს, მის წმინდა ამაღლების დღესასწაულს. რა თქმა უნდა მოციქულების მსგავსად უფალმა გვაკურთხა, დაგვლოცა და მოგვცა იმის საშუალება, რომ ნუგეშინისმცემელი როგორც მოციქულების თავზე გარდამოვიდა, ისე გარდამოვა ჩვენზეც, ყოველ ჭეშმარიტ, მიმდევარ ადამიანზე, რომელიც ჩვენ ამ ეკლესიური საიდუმლოებების მიხედვით მივყვებით ქრისტიანულ გზას. რა თქმა უნდა სულიწმინდის მადლი გადმოვა როცა ადამიანი იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას, ეს არის ის საიდუმლოებები, რომლებიც დედა ეკლესიამ დააწესა, ნათლობიდან, დამთავრებული შვიდი ზეთისცხებამდე. ყველგან მონაწილეობს სულიწმინდის მადლი. უფალი კიდევ ერთხელ გამოეცხადა მოციქულებს და მიმადლა მშვიდობა. როგორც სული, ისე შევიდა დახშულ კარებში და - მშვიდობა თქვენთანა მიმადლა მათ. თავიდან რა თქმა უნდა უგრძნებელობა გამოჩნდა მოციქულების მიერ და სული რაღაც იხილეს მსგავსად ამისა, ჯერ კიდევ ვერ რწმენა მათ, მაგრამ, შემდგომ როდესაც კიდევ გაუმეორა-მშვიდობა თქვენთანა, რა თქმა უნდა გაკვირვებულები იდგნენ.

უფალს სურდა ეს გაუგებრობა გაეფანტა და-გაქვთ რამე, ძმანო, ჭამადი? -მიმართა შემდგომ. მათ მიუპყრეს თევზისაგან მწვარისა და თაფლისაგან გოლეული. მასთან ერთად მოიღო ნეშტი და შემდგომ კი დაუწყო გადმოთარგმანება ძველი წინასწარმეტყველებისა და იმ განმარტებისა ფსალმუნთა, "მაშინ, განიხვნეს გონებანი მათნი და შეიცვნეს უფალი". უფალმა კიდევ ერთხელ დალოცა, კიდევ ერთხელ აკურთხა და იერუსალიმიდან ბეთანიამდე გაიყვანა ამ დალოცვაში, ამ კურთხევაში ნელ-ნელა ამაღლდა ზეცად ელეონის მთიდან. კურთხევას რომ აძლევდა განცვიფრებული მოციქულები შეჰღაღადებდნენ ზეცად აღმავალ უფალს. ამ დროს სპეტაკმოსილი, ორი ანგელოზი ეუბენბა მას -"რასა შეჰყურებ და უცქერი ზეცას"? როგორც აღმავალი ხედავთ უფალსა, ასევე მოვიდეს მეორედ მოსვლის ჟამსო. მართალია, უფალი ამაღლებულია, მამის მარჯვნივ ზის, იმ სულიერ საყდარზე ცათა სასუფეველში, იქიდან გვაკურთხებს და ყოველ ჩვენთაგანთან ახლოს არის დღესასწაულებშიც, ლხინებაშიც და გაჭირვებაშიც. უფრო მეტად აქტიურნი უნდა გავხდეთ საეკლესიო ცხოვრების მიხედვით, რათა სულიერი,ზეციური სასუფეველი დავიმკვიდროთ, ცხონება დავიმკვიდროთ. ამას გვასწავლის დედა ეკლესია და ამაში უნდა მიიღოს მონაწილეობა ყოველმა მართლმორწმუნემ. თუკი არ მიიღებს ის ქრისტეს მიმდევარი აღარ ჩაითვლება და თუ ჩვენ ქრისტეს მიმდევრებად გვინდა და ის ქრისტიანული თემები, რომლებიც არსებობდა პირველი საუკუნის მიჯნაზე, დღეს ის რიცხობრივადაც გამრავლდა, მაგრამ დღეს სახელმწიფოებიც მოიცვა. მაგრამ ჟამთა სვლამ სხვადასხვა დაღი დაამჩნია, სხვადასხვა გაჭირვება, სულიერი, ფიზიკური გადაიტანა ჩვენმა მართლმადიდებლურმა სამყარომ.
მრავალ ამაღლების დღესასწაულს დაგვასწროს ღმერთმა.


ბეჭდვა
1კ1