"გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა"...
"გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა"...
ნაზარეთში, იოსების სახლში სადაც ყოვლადწმინდა მარიამი ცხოვრობდა, გამოეცხადა მას მთავარანგელოზი გაბრიელი და ამცნო:
"გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის". მარიამი გაოცდა. "რას უნდა ნიშნავდეს ყველაფერი ეს"-გაიფიქრა მან: "ნუ გეშინინ, მარიამ, მოგეცა სიკეთე ღვთისაგან. შენ შობ ძეს და უწოდებ მას სახელს იესოს. ეს იქნება ჩინებული და ძე ღვთისა დაერქმევა მას. მის მეუფებას არ ექნება დასასრული".
"სულიწმიდა გარდამოვა შენზე და ძლიერება მაღლისა გაგანაყოფიერებს შენ და ამისთვის დაბადებულს დაერქმევა ძე ღვთისა".
ყოვლადწმინდა ქალწულმა მიუგო: "მე მონა ვარ უფლისა და დაე, იყოს ჩემზე შენი სიტყვის თანახმად". და მთავარანგელოზი განშორდა მას.
ასე ახარა მთავარანგელოზმა ყოვლდწმინდა მარიამს, რომ მას უფლის ნებით ჩაესახებოდა ძე. ამიტომაც 25 მარტი (7 აპრილი) დაწესდა, როგორც საღმრთო დღესასწაული და ეწოდა მას "ხარება".
ბეჭდვა
1კ1