გაგზავნეთ უკან, რათა შეინანოს
გაგზავნეთ უკან, რათა შეინანოს
ქალაქ როსლავში მემამულე ოკნოვა ხანგრძლივი სნეულების მერე გარდაიცვალა. განბანეს და კუბოში ჩააწვინეს. მესამე დღეს მღვდლები ამზადებდნენ მიცვალებულს სახლიდან ეკლესიაში გადასასვენებლად. უეცრად მიცვალებული კუბოში წამოჯდა: შეძრწუნდა ხალხი. როცა დარწმუნდნენ, რომ ქალი მართლაც გაცოცხლდა, კუბოდან ამოიყვანეს და ლოგინში ჩააწვინეს. გაცოცხლების მერე იგი სნეულებათაგან არ განკურნებულა, კიდევ ერთი წელი იცოცხლა. ჰყვებოდა, რომ სიკვდილის მერე აღტაცებულ იქნა ზეცად და საშინელი სამსჯავროს წინაშე წარდგა. ყველაფერზე სთხოვდნენ პასუხს, მრავალი ცოდვა მიეტევა, ქალი ფიქრობდა, რომ განმართლდებოდა, მაგრამ ამ დროს ერთმა მრისხანე კაცმა მკაცრად მოსთხოვა პასუხი იმაზე, თუ რატომ არ აღზარდა სათანადოდ ვაჟი, რომელიც გარყვნილების მორევში იღუპებოდა. დიდხანს გაგრძელდა შვილის გამო დედის სამსჯავრო. ბოლოს ის მრისხანე კაცი სხვას მიუბრუნდა და უთხრა: გაგზავნეთ უკან, რათა შეინანოს სათანადოდ თავის ცოდვები. მართლაც მალევე ქალი კუბოში წამოჯდა. "სხვა ცოდვებისთვის ისე არ განვიკითხე, როგორც საკუთარი შვილის გამოო", - ჩიოდა.
ბეჭდვა
1კ1