ოსანა მაღალთა შინა
ოსანა მაღალთა შინა
ლაზარეს აღდგინების მომდევნო დღეს იესო ქრისტე ბეთანიიდან იერუსალიმში გაემგზავრა. ის ზეთისხილის მთაზე შეჩერდა, მოუხმო თავის მოწაფეებს - პეტრეს და იოანეს და უთხრა: "წადით სოფელში, რომელიც თქვენს წინ არის, იქ დაგხვდებათ ღობეზე მიბმული სახედარი და კვიცი მისი. ახსენით და მოიყვანეთ აქ. თუ ვინმემ გკითხოთ, უთხარით, რომ უფალს სჭირდება ეს".

მოწაფეები წავიდნენ და გააკეთეს ისე, როგორც უბრძანა მათ იესო ქრისტემ, მოიყვანეს სახედარი, იესო შეჯდა მასზე და წავიდა იერუსალიმისაკენ. ხალხი გამოვიდა მის შესახვედრად. ზოგი ტანსაცმელს იხდიდა და უფენდა ფეხქვეშ, ზოგი ბზისა და პალმის ტოტებს ტეხდა ძირს დასაფენად და ხმამაღლა ღაღადებდა: "ოსანა დავითი ჩამომავალს! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა... ოსანა მაღალთა შინა"...

თვით ყრმანიც მცირეწლოვანნი შეჰღაღადებდნენ და აქებდნენ უფალს. მაცხოვარი შებრძანდა ტაძარში და ვითარცა პატრონმან განდევნა მოვაჭრენი და უჯეროდ მოქმედნი.
შიგნით მოგროვდნენ ფარისეველნი და მწიგნობარნი და ეკითხებოდნენ, რა უფლებით და რა ძალით იქცეოდა ასე... მან კი მიუგო, რომ თვით მამამან მისმან მისცა მას ეს ძალა. შევიდა იერუსაიმში, ვითარცა მეუფე სატახტოთა ქალაქში მაცხოვარი.

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1