ლაზარეს აღდგინება
ლაზარეს აღდგინება
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის, ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს აღდგინებას (იოანე 11. 1-45).
ეს არის უდიდესი სასწაული, რომელიც ქმნა უფალმა თავისი ჯვარცმის წინ!
ლაზარეს შაბათი - ეს არის კიდევ ერთი საოცარი გამოვლინება იმისა, თუ რამდენად დიდია და მოწყალე უფალი!
როგორც პატრიარქი ბრძანებს ერთ თავის ქადაგებაში:

- ...ლაზარე იყო "მეგობარი ღვთისა". უყვარდა უფალს ლაზარე და მისი დები. და როცა უთხრეს, რომ ლაზარე მოკვდა, მაცხოვარი ატირდა. ხომ იცოდა იესომ, რომ აღადგენდა ლაზარეს, მაშ, რატომღა ტიროდა იგი? ტიროდა იმიტომ, რომ მოახლოებული იყო ჟამი მისი ვნებისა; ტიროდა იმიტომ, რომ ზოგი ცხონდებოდა და ზოგი - ვერა. ტიროდა იმიტომ, რომ ჭვრეტდა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ მთელი იერუსალიმი გამოვიდოდა მის შესახვედრად და სულ 3-4 დღის შემდეგ კი იგივე ხალხი იყვირებდა: "ჯვარს აცუ, ჯვარს აცუ ეგე". ასეთია დაცემული ადამიანის ბუნება. უფალი ტიროდა და ტირის კაცობრიობის ცხონებისათვის.

ლაზარეს შაბათს სრულიად საქართველო ასევე, ქართული ენის ზეიმს დღესასწაულობს. იოანე ზოსიმეს "ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ"-ს მიხედვით, "დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა. და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!".

"ლაზარე" ებრაული სახელია და ქართულად "ღვთის წყალობას" ნიშნავს. ლაზარე ბეთანიაში დაიბადა, იერუსალიმის მახლობლად. იგი მართასა და მარიამის ძმა იყო. უფალ იესო ქრისტეს ძლიერ უყვარდა მართალი ლაზარე და მას თავის მეგობარს უწოდებდა.

KARIBCHE

KARIBCHE

ბეჭდვა
1კ1