4 დეკემბერი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეა - პატარა მარიამმა სწრაფად აიარა თხუთმეტსაფეხურიანი კიბე და ტაძარში შევიდა
4 დეკემბერი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეა - პატარა მარიამმა სწრაფად აიარა თხუთმეტსაფეხურიანი კიბე და ტაძარში შევიდა
როგორც ვიცით, იოაკიმესა და ანნას აღთქმა ჰქონდათ დადებული, თუ შვილი მიეცემოდათ უფლისათვის შეეწირათ იგი, როცა მარიამს სამი წელი შეუსრულდა, მშობლებმა გადაწყვიტეს სისრულეში მოეყვანათ თავიანთი დანაპირები; უხმეს ნათესავებს, საუკეთესო შესამოსელით მორთეს მარიამი და წმიდა გალობითა და ანთებული სანთლებით ხელში მიიყვანეს იერუსალიმის ტაძარში. აქ ღვთაებრივ ყრმას პირველმღვდელმთავარი ზაქარია გამოეგება სამღვდელოების წევრებთან ერთად. პატარა მარიამმა, ზეგარდმო ძალით, სწრაფად აიარა თხუთმეტსაფეხურიანი კიბე და ტაძარში შევიდა. პირველმღვდელმთავარმა, უფლის შეგონებით, იმ წმიდათა წმიდა საკურთხეველში შეიყვანა ბავშვი, სადაც წელიწადში ერთხელ სამღვდელოთაგან მხოლოდ მას ჰქონდა შესვლის უფლება, ტაძარში მყოფნი გაოცებას ვერ ფარავდნენ ამ არაჩვეულებრივი მოვლენის გამო.
ყოვლადწმიდა მარიამი ტაძარში დატოვეს მშობლებმა, თავად კი სახლში დაბრუნდნენ. ტაძრის გარშემო მრავალი სამყოფელი იყო, რომელშიც ღვთისმსახურები ცხოვრობდნენ. ყოვლადკურთხეული მარიამი ქალწულთა სამყოფელში დარჩა, რომელიც ტაძარშივე მდებარეობდა.

ბეჭდვა
1კ1