მენელსაცხებლე დედათა კვირიაკეს -მცხეთის პატიოსანი ჯვრის აღმართების დღესასწაულია
 მენელსაცხებლე დედათა კვირიაკეს -მცხეთის პატიოსანი ჯვრის აღმართების დღესასწაულია
დღესასწაულთან ერთად აღდგა ამ გზაზე ლოცვითი მსვლელობის წესი
ჯვართღმართების მივიწყებული დღესასწაულის აღდგენის ნიშნად, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ნინოს მიერ გაკვალულ გზაზე სვეტიცხოველსა და ჯვარს შორის, არაგვის პირას (ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორია) აღიმართა ქართლის მოქცევის ეპიზოდებით შემკული ჯვრით დაგვირგვინებული სვეტი. ეს ადგილი ერთგვარი ცენტრია, საიდანაც ნათლად იხილვება ქართლის მოქცევასთან დაკავშირებული ყველა წმინდა ადგილი-მტკვარ-არაგვის შესართავი, ბაგინეთი, ბეთლემის გამოქვაბული, სვეტიცხოველი, სამთავრო-მაყვლოვანი და სხვა. ამ ვრცელ ტერიტორიაზე გადაადგილებისას, მომსვლელთა წინაშე მონაცვლეობით წარმოჩნდებიან მცხეთის სიწმინდეები და ქართლის მოქცევის მთელი ისტორია - წინარექრისტიანული და ქრისტეს შობის შემდგომი, ვიდრე დღემდე. ამ ტერიტორიას მცხეთელები პირდაპირს უწოდებენ. ბოლო დროს მას დაუბრუნდა ისტორიული სახელწოდება - გეთსამანია (იხ.კ. კეკელიძე, ეტიუდები, I ტ.).

დღესასწაულთან ერთად აღდგა ამ გზაზე ლოცვითი მსვლელობის წესი: ხარების დღესასწაულზე საგანგებოდ მომზადებული სამი ჯვარი პატრიარქმა აკურთხა სამების ლავრის ხარების ტაძარში. კრწანისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ბესარიონ მენაბდემ, სამღვდელოებასთან და მორწმუნე მრევლთან ერთად ჯვრები მიაბრძანეს მცხეთის ჯვრის მონასტერში, გადაიხდეს პარაკლისი, შემდგომ კი მთის ფერდით ძუძუს წყაროსთან გალობით და ლიტანიით გაემართნენ სვეტიცხოვლისკენ.
ჯვრები სვეტიცხოვლის საკურთხეველშია დაბრძანებული ჯვართაღმართების დღესასწაულამდე (მენელსაცხებლე დედების ხსენების დღე), წელს ჯვრები გადაბრძანდება მცხეთის ჯვრიდან – სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში;

თხოთის მთიდან – რუისისა და ურბნისის ეპარქიაში; უჯარმიდან – აგარაკ-წალკის ეპარქია. ასე განმეორდება ყოველ წელს, რათა მადლი პატიოსანი ჯვრებით მთელ საქართველოში განიფინოს ფარად და დამცველად ქართველთა.

- 2007 წლის ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულზე, ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, აღადგინა ერთ-ერთი უძველესი დღესასწაული-ჯვართღმართება. დღესასწაულს საფუძვლად დაედო ქართულ საისტორიო წყაროებში დაცული გადმოცემა. იგი უშუალოდ უკავშირდება წმინდა ნინოს მიერ IV საუკუნეში ქართლის მოქცევას და პირველი ქრისტიანი მეფის, მირიანის დროსაა დაწესებული, - მიამბობს კრწანისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა ბესარიონ მენაბდე.

სვეტიცხოვლის სასწაულის შემდეგ როდესაც გასრულდა მირიანისეული ტაძრის მშენებლობა და მცხეთაში კონსტანტინე დიდის წარმოგზავნილ სასულიერო პირთა მიერ მოინათლა მეფე-დედოფალი ოჯახით და "ყოველი ერი", წმინდა ნინომ ეპისკოპომა იოანემ მეფესთან ერთად ჯვრების აღმართვა განიზრახეს. ჯვრის შესაქმნელად მცხეთელებმა მათ მიანიშნეს იმ აკაკის ხეზე, რომელიც სასწაულებრივად კურნავდა ცხოველებსა თუ ფრინველებს და აღმართული იყო "ბორცვსა ზედა კლდისასა" (დღევანდელი მცხეთის ჯვრის მონასტრის მთის ფერდზე). რტომრავალი, შეფოთლილი, მშვენიერი და სურნელოვანი ხე წმინდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულ წყაროსთან იდგა. ეპისკოპოს იოანეს თქმით, ეს ხე ძველთაგან იყო დანერგილი ამ ადგილას უფლის ნების აღსასრულებლად, რათა მისგან ჯვარი ძლევისაი გამოკვეთილიყო, "რომელსა თაყვანს სცემს მთელი სიმრავლე ქართლისა".

KARIBCHE

ძველი სტილით 25 მარტს, ხარება დღეს, მეფის ძე რევიმ და ეპისკოპოსმა იოანემ ათი ათეული მორწმუნის თანხლებით მოჰკვეთეს ხე და ზეაღმართული, მიწაზე შეუხებელად, უდიდესი კრძალვით შეაბრძანეს მცხეთაში. ყველას უკვირდა მისი ფოთლოვანება, რადგან ჯერ კიდევ ადრეული გაზაფხული იდგა და "ყოველი ხე ხმელ იყო", იგი კი - "ფურცელდაუცვენელი, სურნელოვანი და დასანახად მშვენიერი" - აღმართეს სვეტიცხოვლის სამხრეთ კართან, სადაც 37 დღე დაჰყო. ამ ხნის განმავლობაში არც ფოთლები ჩამოსცვენია და არც ფერი შეუცვლია.
1-ელ მაისს ამ ხისგან ხუროებმა, მღვდლების სწავლებით, სამი ჯვარი შექმნეს. 7 მაისს კი "ხელის დადებითა მეფისაითა" აღმართეს სვეტიცხოვლის ტაძარში, სადაც შეკრებილნი იყვნენ მორწმუნენი. იმავე ღამეს ზეციდან გარდამოვიდა ვარსკვლავებით დაგვირგვინებული ცეცხლოვანი ჯვარი და თავზე დაადგა წმინდა ეკლესიას. რიჟრაჟზე მას გამოეყო ორი ვარსკვლავი, რომელთაგან ერთი აღმოსავლეთისკენ, ხოლო მეორე დასავლეთისკენ გაემართა. "იგი თავადი - ჯვარი ცეცხლისაი დაგვირგვინებული ვარსკვლავითა", იდგა თავისი ბრწყინვალებით და ნელ-ნელა დაიძრა აღმოსავლეთისკენ, განვლო არაგვი და დაადგა წმინდა ნინოს ცრემლით აღმოცენებულ წყაროს. იქიდან ბორცვის თავზე აღემართა და კვლავ წყაროზე დაბრუნდა, რის შემდეგაც ზეცად ამაღლდა. ეს სასწაული რამდენჯერმე გამნეორდა და მორწმუნე ერმა ყოველივე იხილა. წმინდა ნინომ მეფეს ურჩია, რომ ხალხი გაეგზავნა იმ ადგილების მოსაძიებლად, სადაც ვარსკვლავი შეჩერდებოდნენ, რათა სწორედ იქ აღემართათ პატიოსანი ჯვრები, "ყოველთა ქრისტიანთა" მფარველად. წარგზავნილთა ცნობით, დასავლეთით ვარსკვლავნი თხოთის მთას (კასპის სიახლოვეს) შეჩერებულა, იქ სადაც მირიანს მზე დაუბნელდა და "ამხილა ღმერთმან მეფესა ძალი თვისი", ხოლო აღმოსავლეთით მთიები დაბა ბოდბეში (კახეთში) დამდგარა.

ერთი ჯვარი თხოთს წააბრძანეს, ხოლო წმინდა ნინოს რჩევით, მეორე ჯვარი ბოდბის ნაცვლად მირიან მეფის ძის, რევის, მეუღლემ სალომემ ქალაქ უჯარმაში აღმართა, რადგან უჯარმა სამეფო ქალაქი იყო და "ერის სიმრავლითაც" აღემატებოდა ბოდბეს. წმინდანმა თავიდანვე განჭვრიტა, რომ ბოდბეს თავად იხილავდა და იქვე ჰპოვებდა სამუდამო განსასვენებელს.

მესამე, მცხეთის ჯვარპატიოსანი, ხელთ აღიპყრეს და აღმოსავლეთით, არაგვის გავლით ბორცვზე წყაროსთან ააბრძანეს, სადაც ლოცვაში ღამე გაათენეს. წმინდა ნინო თავისი ცრემლით "განზავებდა" წყაროს წყალს და ერმაც იხილა "კურნებანი და სასწაულნი დიდნი". გამთენიისას კი გაემართნენ მთისკენ, სადაც წმინდა ნინოს მინიშნებით ეპისკოპოსმა იოანემ აღმართა ჯვარი, "მოდრკენ სრულად, თაყვანისცეს და ადიდეს ძე ღვთისა ცხოველისა ყოველთა" (ღვთის წყალობით, მცხეთის ჯვარ პატიოსანი დღეს სვეტიცხოვლის ტაძარში ჩრდილოეთით, კვართის მოპირდაპირე მხარეს არის დაბრძანებული; თხოთის ჯვარი-სამების საკათედრო ტაძარში, უჯარმისა კი დაკარგულია).

ჯვართაღმართებას ქართლში კერპების დაცემა და განადგურება მოჰყვა. პატიოსანი ჯვრის აღმარეთებით მცხეთის აღმოსავლეთით მდებარე ბორცვი ქართველთათვის გოლგოთად გაცხადდა, სვეტიცხოვლის ტაძრის თავზე ზეციდან გარდამოსული ვარსკვლავებით დაგვირგვინებული ცეცხლოვანი ჯვრის მიმოსვლამ კი საუკუნოდ აღბეჭდა გზა უფლის კვართიდან ქართველთა გოლგოთამდე და მათი განუყოფელობა გვაჩვენა. მცხეთაში, მეორე იერუსალიმში, წმინდა ნინოს მიერ განვლილი ეს გზა ქართველთათავის უფლის ვნების გზად იქცა.
შატბერდული კრებული გვამცნობს, რომ მეფემ და ერმა "დააწესეს დღესასწაული ძლევით შემოსილისა ჯუარისაი აღვსებისა ზატიკისა ზატიკისა, დღესა კვირიაკესა (აღდგომიდან მესამე კვირა), ყოველმან ქართლმან, ვიდრე დღევანდლად დღემდე და ვიდრე უკუნისამდე.

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1