როგორ უნდა შევეგებოთ ქრისტეს შობას?
როგორ უნდა შევეგებოთ ქრისტეს შობას?
მღვდელმონაზონი ანდრია (სარია):

- შობის დღემ კაცობრიობას მშვიდობა მოუტანა. ყველაზე უპირველესი მსხვერპლი იქნება, შემოვირიგოთ ჩვენზე გაბრაზებული ადამიანები, ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები და ამ გზით ჩვენში ვშობოთ ყველაზე უზენაესი მშვიდობა ქრისტეს სიყვარულისა. შობის დღეს, კარგი იქნება, მთელი ოჯახი ღვთისმსახურებისთვის მოემზადოს. გარდამოცემით, უფალი გამთენიისას იშვა, ამდენად ღვთისმსახურება მთელი ღამის განმავლობაში გრძელდება, დილამდე. ქრისტიანი ამ უწმინდეს დღეს, უფალს უნდა შეეგებოს ტაძარში. სულის ანგელოზებთან ერთად ვიგალობოთ ტაძარში, ვინაიდან, ქრისტე იშვა.

-შობის ღამეს სახლის ფანჯრებთან დიდი კელაპტარის დანთებას რა დატვირთვა აქვს?

- უწმინდესმა მოგვიწოდა ლოცვისთვის, ჩვენ ვიცით, ანგელოზებმა, მწყემსებმა და მოგვებმა უფალს სხვადასხვა სახის ძღვენი მიართვეს. ჩვენი მხრიდან კი ანთებული სანთელი, ეს ოჯახში რწმენის სვეტის ნიშანია, რითაც გამოვხატავთ მაცხოვრისადმი უდიდეს მადლიერებას - მზაობას, რომ ჩვენი სახლი მზად არის ქრისტეს მისაღებად. სანამ უფალი იშვებოდა, ვერ მოიძებნა ერთი სახლი, რომელსაც მარიამი შეაფარებდა თავს, თავისუფალი მხოლოდ საქონლის ბაგა აღმოჩნდა, რაც იკონოგრაფიაშიც აღიბეჭდა. უწმინდესმა ამ მოვლენაზე გაგვიმახვილა ყურადღება და გვათქმევინა იესოსთვის: ჩვენ მზად ვართ, უფალო, გისტუმროთ იმ სახლში, რომელიც საცხოვრებლად თავადვე გამოგვიჩენე.
ბეჭდვა
1კ1