შეგვეწიოს ბარაკონის ღვთისმშობლის მიძნების სახელობის ტაძრი მადლი!
შეგვეწიოს ბარაკონის ღვთისმშობლის მიძნების სახელობის ტაძრი მადლი!
რაჭაში მარიამიბის დღესასწაულს განსაკუთრებით ბარაკონის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში აღნიშნავენ. ამჯერადაც უამრავი მორწმუნე სტუმრობდა ბარაკონის ტაძარს. ღვთისმსახურება ნიკორწმინდის ეპისკოპოსმა, მეუფე ვახტანგმა (ლიპარტელიანი) აღასრულა სხვა სასულიერო პირებთან ერთად.

ბარაკონის ეკლესია აშენებულია მდინარეების-ლუხუნისა და რიონის შესართავთან რის გამოც მას სვეტიცხოველს ადარებენ. "ბარაკონი" სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით "თეთრად მოელვარეს" ნიშნავს. ტაძარი 1753 წელს, რაჭის ერისთავის, როსტომის მიერ არის აგებული. ამავე ეკლესიაშია მისი საფლავიც. სააღმშენებლო წარწერებიდან ირკვევა, რომ ტაძრის არქიტექტორია ავთანდილ შუალავრელი. ტაძარი ნაშენია სოფელ იწიდან მოზიდული ქვით. გარედან უხვადაა შემკული ჩუქურთმებით. ბარაკონის ჩრდილო-დასავლეთით იდგა ადრე ფაოდალური ხანის ეკლესია, რომელიც რაჭის პირველმა ერისთავმა, რატი ლიპარიტის ძემ თავისი კარის ეკლესიად ააგაო. ეკლესია ერთნავიან ბაზილიკას წარმოადგენდა, იგი ტუფის ქვით იყო ნაშენი. მას შიგნით ალებასტრის კანკელი ამშვენებდა. ძველი ეკლესია დღეს დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ საძირკვლის ქვები.

ავტორის ფოტოები

KARIBCHE

KARIBCHE
მამა ზურაბ ცხოვრებაძეს ხელთ უპყრია ღირსი მამა გაბრიელის მანტია.

KARIBCHE

KARIBCHE KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE


KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1