ჰერები ასე ულოცავენ გიორგობას: დაგიმადლას,შეგეწივას დიდ საყდარ...
ჰერები ასე ულოცავენ გიორგობას: დაგიმადლას,შეგეწივას დიდ საყდარ...
განსაკუთრებული სასოება და სიყვარული აქვთ წმინდა გიორგის მიმართ ჰერელებს. ქართველობა და საკუთარი იდენტობა სწორედ ამ წმინდანისადმი სასოებით შეინარჩუნეს. კარგად იცით რა რთული ისტორია გამოიარა ამ კუთხემ და იმ ქართველებმა, რომელთაც უწევდათ მძიმე წნეხის გადატანა,როგორ იყო შესუსტებული სარწმუნოება,ქრისტიანულმა წესებმა ტაძრიდან ოჯახებში გადაინაცვლა და ისინი დღეს უკვე ტრადიციებად იქცა. მაგალითად, საფლავზე საკმევლის ჩაყრა, ზედაშეს ღვინო ამა თუ იმ წმინდანის სახელზე. ყველა ოჯახში არსებობს წმინდა გიორგის ზედაშე. ქართველობა სწორედ დიდი საყდრის გარშემო ერთიანდებოდა, დიდ საყდარს ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარს უწოდებენ,-ასე დაიწყო საუბარი არქიმანდრიტმა დემეტრემ (თეთრუაშვილი), რომელიც ჰერეთში წლების განმავლობაში მოღვაწეობდა (ამჟამად დროებით სამების ლავრის მღვდელმსახურია).

ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი კახიდან შექისკენ მიმავალ გზაზე 7კილომეტრში,კანგარეთის მთის თხემზე მდებარეობს. როგორც მცველი სულიერი ისე გადმოჰყურებს ისტორიულ ჰერეთს და თავის სულიერ პატრონობას მისადმი მავედრებელთ არ აკლებს.
გიორგობა ჰერეთში ეს უკვე ეროვნული დღესასწაულია, ჰერები გიორგობას ნომებრის პირველივე კვირას დღესასწაულობდნენ. რამდენიმე წლის წინ დიდი ძალისხმევით მოხდა თარიღის შეცვლა, გადმოსვლა ტრადიციიდან რეალურ დღესასწაულზე.

KARIBCHE

-მამაო, როგორ ხვდებიან ჰერელები გიორგობას?


-ამ დღესასწაულზე მშობლიური კუთხიდან შორს მყოფნი ყველა ცდილობს ჩამოვიდეს და მამა-პაპისეული სახლის კარი შეაღოს. ყველა საკუთარ სახლში შეხვდეს მათთვის საყვარელ დღესასწაულს,მონატრებულ კუთხეს,ნათესაობას და ამით აგრძნობინონ რომ მიუხედავად შორსმყოფობისა მათი სახლიც დღესასწაულობს, მათი კერიიდანაც ისმის მონატრებული კუთხის სიყვარულით შესმული სადღეგრძელო, რომელიც უფრო ტკივილია და დარდი, ვიდრე სიხარული. გიორგობის დღესასწაულისთვის მზადება ერთი კვირით ადრე იწყება,ასუფთავებენ წმინდანის სახელზე დაყენებულ ზედაშეს მოსახდელად,საკლავს ქურმუხზე წასაყვანად (მართალია სისხლიანი მსხვერპლშეწირვა დასრულდა ქრისტეს ჯვარცმით,თუმც ეს ტრადიცია შემორჩა როგორც ჰერეთში, ისე სხვადასხვა კუთხეებში), ზოგს აღთქმა აქვს დადებული,ზოგი ავედრებს სნეულს, სხვადასხვა მიზეზებია.

დილას მოდიან წირვაზე. კახის წმინდა გიორგი საკათედრო ტაძარში ესწრებიან მსახურებას,მსახურებას ლიტონიობა მოსდევდა, შემდეგ ყველა ერთად ავდიოდით ქურმუხის ტაძარში,გზად უამრავი მომლოცველი შეგხვდებათ,როგორც ადგილობრივი ქართველი, ისე ჩამოსული საქართველოდან და რაც საყურადღებოა აზერბაიჯანელები, რომელნიც წმინდა გიორგის ქურმუხის ტაძარს დიდ პატივსცემენ,ავედრებენ ოჯახებს, სნეულებს და სწამთ, რომ მისი სიძლიერე შეეწევათ და დაიფარავთ. გზად უამრავი ფეხშიშველი შეგხვდებათ,რომელნიც ასე გამოხატავენ წმინდანისადმი სიყვარულს და მადლიერებას იმ სათხოვარის აღსრულებისას რაც მისგან ითხოვეს,ერთმანეთს ჰერები ასე ულოცავენ გიორგობას, დაგიმადლას,შეგეწივას დიდ საყდარ... ქურმუხის ტაძარი, როგორც მოგახსენეთ მთის თხემზე დგას,მის ქვემოთ ხეების ჩრდილში სუფრაა გაშლილი,ტრადიციისამებრ იმართება ჭიდაობა,ისმის მუსიკა, ჰერული სიმღერები. ტაძარში ვიხდიდით წმინდა გიორგის პარაკლისს, ვავედრებდით მრავალტანჯულ ჰერეთს,რომლის ისტორიაც სისხლით დაწერილია.თანამედროვე ტაძარი, როგორც ის დღეს დგას, რამდენიმე წლის წინ ჩაუტარდა რესტავრაცია,ბევრი პრობლემების წინაშე იდგა სარესტავრაციოდ გამზადებული ტაძარი,პრობლემას მისი გუმბათი წარმოადგენდა აზერბაიჯანულ მხარეს სურდა დაბალი გადახურვა,რაც ქართულ სახეს დაუკარგავდა,თუმც აქაც ქართველთა ერთობამ თავისი საქმე გააკეთა და სწორედ ისეთი გუმბათი დაედგა, როგორც მნახველთ უნახავთ.

-მამაო, როგორ მიულოცავთ ჰერელებს გიორგობას?

-მინდა ვისარგებლო და ფიზიკურად შორს მყოფმა ხოლო სულიერად მუდამ მათთან მდგომმა მიულოცო დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული,გასული წლის აღდგომა რაღაც განსაკუთრებული იყო და ეს სიხარული აღადგინოს ჩვენში ისევ ქრისტემ. ჩემო ჰერებო, ნათელი იგი ბნელსა შინა სჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია. გახსოვდეთ ნათელს ბნელი ვერასოდეს დათრგუნავს. გილოცავთ დამდეგ გიორგობას. ბითავ მამილოცნი, ჩონ დიდ დღესასწაულ, დიდ საყდარ დაგიმადლათ, შეგეწივათ.
ბეჭდვა
1კ1