საქართველოშივე, კერძოდ, ოპიზის მონასტერში, დასვენებული იყო წმინდა იოანეს ხორხი
საქართველოშივე, კერძოდ, ოპიზის მონასტერში, დასვენებული იყო წმინდა იოანეს ხორხი
წმინდა იოანე ნათლისმცემელს დიდ პატივს მიაგებდნენ ქართველები, მთაში მას ბავშვების მფარველს უწოდებდნენ და შვილებს მის სახელს არქმევდნენ. წმინდა იოანეც არ აკლებდა მფარველობას ქართველებს.
უფლისა და მისი წინამორბედის ნებით, საქართველოში მესამედ მოიპოვეს წმინდა იოანეს პატიოსანი თავი.

საქართველოშივე, კერძოდ, ოპიზის მონასტერში, დასვენებული იყო წმინდა იოანეს ხორხი."ქართლის ცხოვრებაში" 14 საუკუნის ავტორი გვესაუბრება, რომ ოპიზა უპირატესია კლარჯეთის 12 უდაბნოთა (მონასტერს) შორის, რამეთუ აქ იყო დაცული "ყოველთა უაღრესისა ნათლისმცემლისა იოანეს ხორხი იგი, რომელ არა დადუმდებოდა ქებად ღმრთისა მის სულისა და მამხილებელი ჰეროდეს უსჯულოებისა". იგივე ავტორი აღნიშნავს, რომ წმინდა იოანემ არაერთხელ გადაარჩინა საქართველო მტრის თავდასხმისაგან. ეს სიწმინდე შემდგომ სამეგრელოში მოხვედრილა (შესაძლოა, სამხრეთ საქართველოს ოსმალთაგან დაპყრობის მერე). 16 საუკუნეში საქართველოში ჩამოსულ ანტიოქიის პატრიარქ მაკარიოსს წალენჯიხის მონასტერში ნათლისმცემლის ხორხთან ერთად მისი წვერის ნაწილიც უნახავს. ამჟამად ამ სიწმინდეთა ადგილსამყოფელი უცნობია.

ამ სიწმინდეთა გარდა საქართველოში წმინდა იოანეს თმაც ყოფილა, რომელიც, სხვა სიწმინდეებთან ერთად, ოქროს ჯვარში იყო ჩასვენებული. მეფე თეიმურაზ 1-ის ელჩმა, მთავარეპისკოპოსმა თეოდოსიმ ჯვარი რუსეთის ხელისუფლებას საჩუქრად გადასცა.

ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში დაცულია წმინდა იოანე ნათლისმცემლის ძვალი. თეკლათის დედათა მონასტერშია წმინდა იოანეს ცერა თითის ძვალი, რომელიც დეკანოზ გიორგი ახვლედიანს საბერძნეთში შეუძენია ორას თუმნად.
არსებობენ თვითმხილველნი, რომლებიც შესწრებიან თეკლათში დიდი აიაზმის წესით წყლის კურთხევას ნათლისღებისას, რომელიც მამა კონსტანტინემ (ქვარაია) შეასრულა. მამა კონსტანტინემ წყალში წმინდა იოანეს ცერი შთაასვენა. ამ ხანგრძლივი ლოცვის განმავლობაში წმინდა იოანეს თითი წყლის ზედაპირზე ვერტიკალურად იდგა და თითქოს უხილავად აკურთხებდა წყალს.
დაკარგულია წმინდა იოანეს კბილი, რომელიც კავთისხევის მონასტერში უნახავს 17 საუკუნეში არსენი სუხანოვს. წმინდა იოანეს ნაწილი ჩასვენებული ყოფილა სვეტიცხოვლის კანკელის ცნობილ სანაწილეში და ახლა ისიც დაკარგულად ითვლება. 

KARIBCHE
თეკლათის დედათა მონასტერშია წმინდა იოანეს ცერა თითის ძვალი

ეს ამბავი 13 საუკუნეში მოხდა. თეგუთარს, აბაღა ყაენის მამას, ესმა ოპიზის მონასტრის სიმდიდრე და ათასი მხედრით ოპიზისკენ დაიძრა. მაგრამ "არა დაიდუმნა მსჯავრმან ზენამან". წმინდა იოანეს ლოცვით, ვისი სახელობისაცაა მონასტერი, უფალმა დაიცვა ეს წმინდა სავანე. მტერი დადგა იმ მთის ძირში, რომლის თავშიც ოპიზის მონასტერია აშენებული. ამ მთის ძირში იდგა წმინდა გიორგის ეკლესია. უეცრად ისეთი ნისლი ჩამოწვა, მტერმა წინ ვეღარ წაიწია. მოვარდა წვიმა, სეტყვა, ხორშაკი, მდინარესავით წამოვიდა ნიაღვარი, წაიღო თათარნი ცხენ-კაციანად, მხოლოდ ერთი - ამბის მთხრობელიღა გადარჩა, რომელიც ეახლა თეგუთარს და უთხრა, - იქ ღვთის სახლია და მისვლას ერიდეთო.

წმინდა ალექსი შუშანია რამდენიმე წელი სალოსობდა, მერე კი თავის დედასა და დებს სთხოვა, ერთი შვიდეული ემარხულათ და შევედრებოდნენ მაცხოვარს, განეცხადებინა მათთვის თავისი ნება, ამიერიდან როგორ ეცხოვრა. ბოლო ღამეს წმინდა ალექსიმ იხილა: ერთი მეტრის სიმაღლეზე გამოჩნდა ჰაერში მდგომარე იოანე ნათლისმცემელი, ისე, როგორც ისრაელში იმოსებოდნენ, ხელში ჯვრიანი კვერთხი ეპყრა და ალექსის უთხრა:
-რას წუხხარ?
-არ ვიცი, წმინდაო, რა გზას დავადგე, _ უთხრა ალექსიმ.
წმინდა იოანემ ბრძანა:
-შენთვის დაუსაბამო ღმერთს ვევედრე და ბრძანა: "თერთმეტამდე არ იქნება და თერთმეტის შემდეგ ნახავო".
ამ ხილვიდან მეთერთმეტე თვეს გამჟღავნდა უფლის ნება, როცა წმინდა ალექსიმ ნებართვა მიიღო მწყემსმთავრისაგან და ზედა თეკლათში მთავარანგელოზის სახელობის მონასტერი ააშენა.
ბეჭდვა
1კ1