შეგვეწიოს კალას წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის მადლი!
შეგვეწიოს კალას წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის მადლი!
ვისაც სურვილი აქვს მოილოცოს  მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია,  აუცილედლად უნდა ესტუმროს  სოფელ კალას და იქ მდებარე წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარს, სადაც უძველესი სიწმინდეებია დავანებული . ადგილმდებარეობის შესაბამისად სვანები ამ წმინდა სალოცავს "ლაგურკას" ეძახიან. 28 ივლისს სოფელი კალა განსაკუთრებულად აღნიშნავს ტაძრის დღესასწაულს -კვირიკობას. მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით, 2012 წელს ტაძარში  ღვთისმსახურება აღდგა. ტაძრის წინამძღვრია სქემმღვდელმონაზონი კვირიკე (ცინდელიანი).
წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძარი XI საუკუნისაა და 1112 წელს მოუხატავთ, "ხელითა თევდორესითა მეფის მხატვრისა". ოდესღაც ეს ეკლესია მიწისძვრას შეურყევია და  კედლის ნაწილი ჩამოქცეულა. აღდგენის შემდეგ მხატვრობა შეუვსია "ანტონის შვილს გიორგის". ერთხელაც, მთის ჩრდილოეთ ფერდზე ტყეს ხანძარი გასჩენია, რომელიც ტაძრის კლდის ძირიდან თითქმის ვერტიკალურად ეშვებოდა ქვემოთ. ამბობენ, ცეცხლის ალი ცას სწვდებოდაო. ალბათ, შესაძლებელი იყო ტაძარიც აალებულიყო, მაგრამ ღვთის შემწეობით და ტაძარში დავანებული მრავალი სიწმინდის მადლით, ტაძარი უვნებლად გადარჩა.

KARIBCHE KARIBCHE
ტაძარში დაბრძანებულია X-XIV საუკუნეების ხატები, ჯვარი და სხვა საეკლესიო ნივთები. ასევე უცხოური წარმოშობის ხატები. მათ შორისა ბიზანტიური სანაწილე ხატი, "შალიანი ხატი", შემკული მინანქრით, ჭედურობითა და ძვირფასი ქვებით. ეს სანაწილე, გადმოცემით,  ჩამოუტანია შალიანს, რომელიც სამუშაოდ იყო ბარში ჩასული და სწრაფად დამთავრებული სამუშაოს საფასურში დამქირავებლისგან ეს ხატი მოუთხოვია.  ხალხში დღემდე დარჩენილია რწმენა, რომ შალიანის "ხატის განაბანი წყალი ავლენს ყოველივე ბოროტების ჩამდენს" და მძიმე ავადმყოფს კურნავს. განბანილ წყალს სპილენძის სურაში ინახავდნენ, რომელიც ლაგურკას ეკლესიაში იყო დაცული.
"ლაგურკას"ეკლესიის ასაგებად საჭირო ადგილის  შერჩევასთან  დაკავშირებით ერთ-ერთი გადმოცემა არსებობს: მოუჭრიათ ხე, გამოუთლიათ ძელი, უღელში ორი ხარი შეუბამთ, ძელი უღელზე მიუმაგრებიათ, მასზე "შალიანის" ხატი დაუსვენებიათ და ხარები თავიანთ ნებაზე გაუშვიათ. ღვთის ნებისთვის მიუნდიათ, თუ სად უნდა აეშენებინათ წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძარი. ხარებს მდინარე ენგური გადაულახავთ, აღმართს შესდგომიან და იმ გორაკის წვერზე გაჩერებუან, სადაც შემდეგ ეკლესია აუგიათ.
შეგვეწიოს კალას წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის მადლი!


ბეჭდვა
1კ1