ღირსი კოპრე პალესტინელი (+530) - 24 სექტემბერი (7 ოქტომბერი)
ღირსი კოპრე პალესტინელი (+530) - 24 სექტემბერი (7 ოქტომბერი)
ღირსი კოპრეს დედა მომხდურ სპარსელებს გაურბოდა პალესტინიდან V საუკუნის II ნახევარში და თავისი ჩვილი დატოვა. პაწაწინა ბიჭი თეოდოსი დიდის სავანის ბერებმა ნეშომპალის (ბერძნულად-"კოპრია") გროვაზე იპოვეს და მონასტერში მიიყვანეს, კოპრე დაარქვეს. ჩვილს ბერები თხის რძით კვებავდნენ. მამებმა მას განსაკუთრებული თხა შეურჩიეს. როცა პატარას მოშივდებოდა, თხა გამოეყოფოდა ფარას, გადაივლიდა მთებს და მიადგებოდა მონასტრის ჭიშკარს. ბერებმა კოპრე ღვთისმოშიშებით აღზარდეს. სრულწლოვანი ბიჭი ძალიან შეიყვარა თეოდოსი დიდმა. ნეტარი მონაზვნად აღიკვეცა და მთელი ცხოვრება მშობლიურ სავანეში გაატარა. სულიწმიდის მადლით კოპრეს საუბარი მხეცებსაც კი ესმოდათ და ემორჩილებოდნენ. ერთხელ მონასტრის ბაღში ნეტარმა დაინახა დათვი, რომელიც ხილს ჭამდა. კოპრე უშიშრად მიუახლოვდა ცხოველს და სავანის ბაღიდან გამოიყვანა, აუკრძალა მეორედ იქ შესვლა. მხეცმა დაუჯერა ღირს მამას. სხვა დროს ღირსი ბერი სახედრით ტყეში ხის მოსატანად იყო წასული. დათვმა ვირს ფეხზე უკბინა. კოპრემ დათვს დაავალა, ვირის მაგივრად ეზიდა მონასტრისთვის მასთან ერთად შეშა და წყალი. დათვი ასრულებდა ბერის კურთხევას იქამდე, სანამ ღირსმა მამამ არ შეუნდო ცხოველს. უფლის რჩეულმა სათნოებათა მწვერვალს მიაღწია და სასწაულქმედების ნიჭი მოიგო, მიიცვალა 90 წლისა 530 წელს.

ბეჭდვა
1კ1