ღირსი ალექსი ზოსიმელი (+1928) - 19 სექტემბერი (2 ოქტომბერი)
ღირსი ალექსი ზოსიმელი (+1928) - 19 სექტემბერი (2 ოქტომბერი)
წმინდა ალექსი (სოლოვიოვი) დაიბადა 1846 წელს. იყო უაღრესად თავმდაბალი ადამიანი და უზომოდ მოწყალე, რომელიც მასთან მისულთა სისუსტეებს რჩევით ფარავდა. ის უფალმა გულისთქმათა გარჩევისა და დაფარულმცოდნელობის მადლით დააჯილდოვა, რაც საშუალებას აძლევდა, ადამიანთა სულები ცხონების გზაზე წაეყვანა. წმინდანი უამრავ ნიშ-სასწაულს მოიმოქმედებდა და იმასაც მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები სინანულში მოეყვანა.
1917 წელს ადგილობრივ კრებაზე მას, როგორც ყველაზე დიდსულიერ ადამიანს, წილად ხვდა ამოეღო წილისყრის ფურცელი და სამი საპატრიარქო კანდიდატიდან ერთ-ერთი აერჩია. ასე ამოიღო მან ფურცელი, რომელსაც ტიხონი ეწერა. ღირსი ალექსი 1928 წელს მშვიდობით აღესრულა. რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2000 წლის აგვისტოში შერაცხა წმინდანად.

ბეჭდვა
1კ1