ღირსი სეკუან რეონელი (+514-580) - 19 სექტემბერი (2 ოქტომბერი)
ღირსი სეკუან რეონელი (+514-580) - 19 სექტემბერი (2 ოქტომბერი)
ღირსი სეკუანი დაიბადა ქალაქ მემონში, დუბის დეპარტამენტში, საიდანაც დღეს პატარა სოფელი შემორჩა. ის ოჯახის ერთადერთი შვილი იყო, მიუხედავად ამისა, დატოვა სახლი, ვარესიურ დრეში ხის ტოტებისგან კელია და პატარა სამლოცველო ააგო და იწყო მძიმე სკიტური ცხოვრება, მუდმივი მარხვა, განუწყვეტელი ლოცვა, რომელსაც მხოლოდ ფსალმუნთა კითხვისას სწყვეტდა. ის საეკლესიო მსახურად დაადგინეს. ხუთი წლის დიაკვნობის შემდეგ, მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, მღვდლად აკურთხეს. მშობლიურ ქალაქში თანამსახურთა შურის გამო მონასტერში წასვლა გადაწყვიტა, ამიტომაც რეომისკენ გაეშურა, რათა ყველაფერში დამორჩილებოდა სახელგანთქმულ იღუმენს, წმინდა იოანეს. მშობლიურ მხარეში 536 წელს დაბრუნდა და მამის სამფლობელოში ძებნა დაუწყო სამონასტრო ადგილს. ბოლოს ერთი გაუვალი ტყის სიღრმეში შევიდა და დასახლდა. იმ მხარეში მცხოვრები ქრისტიანები დაეხმარნენ სავანის აშენებაში, ასე დაედო საფუძველი სენ-სენის მონასტერს, ქალაქ დიჟონის ეპარქიაში. მალე მის გარშემო მოწაფეები შემოიკრიბნენ. ღირსი მამა 580 წელს გარდაიცვალა. მის სიკვდილს ისევე, როგორც მთელ სიცოცხლეს, თან ახლდა სასწაულები. მისი სხეული გადაასვენეს მონასტრის ტაძარში, რომელიც შემდგომში რამდენჯერმე დაანგრიეს, ჯერ ებრუაინებმა, მერე სარკინოზებმა და ნორმანებმა. 1761 წელს მონასტრის მთელი სიწმინდე გადაიტანეს ოლქის დედაქალაქში. წმინდა სენას და სხვა წმინდანთა ნაწილები განძსაცავში შეინახეს. ნევრეში, კორბინის ეკლესიაში ინახება წმინდანის შუბლის ძვალი.

ბეჭდვა
1კ1