წმინდა რადოლფ ვერონელი (+847) - 13 (26) სექტემბერი
წმინდა რადოლფ ვერონელი (+847) - 13 (26) სექტემბერი
გარდამოცემით წმინდა რადოლფი ალემანთა ტომიდან იყო, რომლებიც ალპების ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ. ის დიდებულთა ოჯახში დაიბადა და კარგი განათლება მიიღო რაიჰანაუს მონასტერში არსებულ ქრისტიანულ სკოლაში.

როცა სულიერ ზრდასთან ერთად მისი ორგანიზატორული ნიჭიც შეამჩნიეს, 799 წელს (მაშინ 29 წლის იყო) ის ვერონის ეპისკოპოსად გაამწესეს. წმინდა რადოლფი დაუღალავად შეუდგა ღვაწლს და ერთგულ მეგობრებთან ერთად ბევრი მტერი შეიძინა. 815 წლიდან ის აქტიურად მონაწილეობდა იტალიის პოლიტიკურ ცხოვრებაში და იმპერატორ ლუდვიგ ღვთისმოშიშის მხარე დაიჭირა.

მტრების თავდასხმებმა აიძულეს ის ვერონა დაეტოვებინა და ბოდენის ტბაზე დაბრუნებულიყო, სადაც მან სამონასტრო კელია დააარსა და იქ განმარტოვდა, დღეს იმ ადგილას ქალაქი რადოლფცელია.

წმინდანი ბევრს ევედრებოდა ღმერთს, რომ ბოდენის ტბის მონაზვნებისთვის დიდი წმინდანების ნაწილები გამოეგზავნა. მართლაც უფალმა მოწყალებით მოხედა თავის ეპისკოპოსს და ბოდენელ მონაზვნებს ვენეციიდან წმინდა მარკოზის წმინდა ნაწილები ჩამოუტანეს. თითქმის იმავე დროს მონასტერში მიასვენეს წმინდა ზენონ ვერონელი ეპისკოპოსის წმინდა ნაწილები, ასევე ნიკომიდიელი მოწამეების სინეზის და თეოპომპესი, რომლებიც დიოკლეტიანეს დროს დასაჯეს სიკვდილით.

წმინდა რადოლფი 847 წლის 13 სექტემბერს გარდაიცვალა.

სურათზე გამოსახულია წმინდა რადოლფის ლუსკუმა, რომელიც ქალაქ  რადოლფცელის ტაძარშია დასვენებული 

ბეჭდვა
1კ1